როგორ გამოვიწეროთ ონლაინ მაღაზიიდან Amazon.com

ჩვენს ბევრ საყვარელ მკითხველს პინკ.ჯი-ს მაღაზიაში არსებული საქონლის შეძენა სურს და ამ პოსტში შევეცდები დაწვრილებით ავხსნა და გაგარკვიო amazon.com-იდან გამოწერის დეტალებში.

1. თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდე Amazon.com-ის ვებ-გვერდზე.

ამისათვის უნდა ესტუმრო ბმულს www.amazon.com. მარჯვენა ზედა კუთხეში ნახულობ Hello. Sing In Your Account წარწერას, მიგყავს მასთან კურსორი და აჭერ Start here-ს.

რეგისტრაციის გრაფებში უნდა მიუთითო:

  • სრული სახელი და გვარი, როგორც პასპორტში ან პირადობაში გიწერია;
  • აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლიც ჩაწერასაც განმეორებით მოგიწევს;
  • მობილური ტელეფონის ნომრის ჩაწერა არ არის სავალდებულო, მაგრამ თუ ჩაწერ, გაითვალისწინე ქვეყნის კოდი +995.
  • შექმენი უნიკალური პაროლი და დააჭირე ყვითელ create account ღილაკს.

2. შენი ანგარიში ამაზონზე შექმნილია!

ახლა უნდა შეავსო:

  • საკრედიტო ბარათის მონაცემები,
  • საკრედიტო ბარათის რეგისტრაციის მისამართი – Billing address,
  • ანამათის მიღების მისამართი – Shipping Address.

 

ბარათის მისამართს ბანკში გეტყვიან ან გაიხსენე ბარათის აღებისას სავარაუდოდ იმ მისამართს მიუთითებდი, რომელიც პირადობის მოწმობაზე გაქვს აღნიშნული.

აქვე მიუთითებ შენი საშოპინგო ბარათის ნომერს – Credit or debit card number, ბარათის მფლობელის სახელსა და გვარს – Cardholder’s Name, რომელიც აღნიშნულია ბარათზე და ბარათის ამოწურვის თარიღს Expiration Date.

3. როგორ დავამატოთ Shipping Address?

რაც შეეხება Shipping (“მიმღებ”) მისამართს, შენს მიერ არჩეული გადამზიდის მისამართი უნდა მიუთითო, შენი „ოთახის“ უნიკალური კოდით, რომელსაც გადამზიდი მოგანიჭებს მათთან დარეგისტრირებისას.

“გადამზიდები” ანუ ამანათის ჩამომტანი კომპანიები მრავლადაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, მაგალითად Bestex.geCamex.geget.gevovovo.gegetit.ge და მრავალი სხვა. Amazon.com შენს შეკვეთას მიიტანს არჩეული გადამზიდის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ გადამზიდი ჩამოიტანს მას საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც განისაზღვრება ამანათის წონით ან მოცულობით.

გადამზიდის პირობებსა და გამოწერის წესებს ყურადღებით გაეცანი თითოეული მათგანის გვერდზე.

დღევანდელი კონკურენციის პირობებში, მინიმალური გადასახადი წონაზე არის $6,75/კგ.

Amazon.com-ზე ყიდვისას გამოგადგება მინიმუმ Visa Classic / MasterCard Standard ან უფრო მაღალი ტიპის ბარათი.

უსაფრთხოების მიზნით გირჩევთ, აიღო ცალკე ბარათი ონლაინ შესყიდვებისათვის.

მოსახერხებელია იმავე ბანკში, მაგალითად, სადაც გერიცხება ხელფასი ან გაქვს საკრედიტო ხაზი და ონლაინ ბანკინგის მეშვეობით ყოველი შეძენის წინ გადარიცხო შესაბამისი თანხა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო სახელფასო თუ საკრედიტო ბარათი პირდაპირი შეძენისათვის.

ავტორის შენიშვნა: პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ თი-ბი-სი ბანკის iCard ბარათით და გადამზიდი კომპანიით Camex.ge

ახლა გადმოდი Pink.ge-ის ჩვენს მაღაზიაში. შეარჩიე სასურველი ნივთი და გადადი საქონლის აღწერილობაზე ბმულზე დაწკაპუნებით. აარჩიე საქონლის ზომა, ფერი, მოცულობა თუ სხვა შენთვის სასურველ ნივთის დამახასიათებელ დეტალი და დააჭირე Add to Shopping Cart (“დაამატე კალათას”) ყვითელ ღილაკს.

განაგრძე მსგავსი სქემით სხვა სასურველი ნივთების დამარტება. თუ მზად ხარ შეკვეთის გასაფორმებლად, დააჭირე Proceed to checkout (“განაგრძე შეძენის გასაფორმებლად”) ყვითელ ღილაკს.

შედეგად გადახვალ ამაზონის გვერდზე, რომელიც ცალკე ფანჯარაში გაიხსნება. არჩეული პროდუქტი დამატებულია შენს კალათაში, დააჭირე ღილაკს Continue თუ ფიქრობ, რომ დაასრულე არჩევა.

შენ აღმოჩნდები Shopping Cart-ში ანუ შენს კალათაში სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა ის ნივთი, რომლის შეძენასაც გეგმავ.

კარგად გადაათვალიერე ზომები, ფერები, რაოდენობა და შემდეგ დააჭირე მარჯვნივ, ყვითელ ღილაკს Proceed to Checkout, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ გვერდზე უკვე შეძენას განახორციელებ.

4. ამ ეტაპზე შენ მოხვდები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გვერდზე და ყურადღება გმართებს.

შეძენის დადასტურებამდე კარგად გადახედე ყველა მონაცემს.

  • ზედა მარცხენა მხარეს, Shipping Address-ში მითითებულია თუ არა სწორად გადამზიდის მისამართი შენი „ოთახის“ უნიკალური ნომრით.
  • მარჯვენა მხარეს ნახავ თანხებსა და წითლად აღნიშნულ საბოლოოდ გადასახდელ თანხას.
  • სადაც შესაძლებელია მონიშნე FREE Shipping, რაც გულისხმობს ამერიკის მისამართამდე ამანათს უფასოდ მიტანას.

თუ ყველაფერი სწორია და გაკმაყოფილებს, შენი ბოლო ნაბიჭია დააჭირო ღილაკს Place your order და შეძენაც დასრულებული იქნება.

რეგისტრაციისას მითითებულ ელ ფოსტაზე მოგივა შეძენის დამადასტურებელი წერილი. ინტერნეტ ბანკინგში აისახება ჩამოჭრილი თანხა და თუ SMS ბანკინგიც გაქვს ჩართული (რაც ძალიან მოსახერხებელი და ინფორმაციული რამ არის), მოგივა მესიჯი თანხის ჩამოჭრის შესახებ.

რამდენიმე დღეში შენი ამანათი გაიგზავნება გადამზიდის მისამართზე და შემდეგ გადამზიდი ჩამოიტანს შენს ამანათს საქართველოში. ჩამოტანის საფასურის გადახდა ხდება უშუალოდ გადამზიდთან მის მიერ შემოთავაზებული პირობებით. ამ პირობებს შეგიძლია გაეცნო მათ ვებ გვერდებზე ან სატელეფონო მომსახურების ცენტრებში.

გარდა ამისა, შეიძლება ტრეკინგიც პირდაპირ ამაზონის საიტიდან, რომ საქმის კურსში იყო მიახლოებით როდის მივა საწყობში. ამ ტრეკინგის მითითებით გაიცემა ამანათები გადამზიდის საწყობიდან.

ავტორის შენიშნვა: თანდართული სურათები მხოლოდ მაგალითისთისაა მოყვანილი და მათში აღნიშნული მისამართები, სახელები და სხვა მონაცემები ფიქტიურია. 

 სასიამოვნო შოპინგს გისურვებ!