ყველაფერი აუქციონის შესახებ

აუქციონი Pink Magazine-ს ახალი დამატებაა. აუქციონზე ქულების საშუალებით სხვადასხვა პროდუქციისა თუ მომსახურების გაცვლა მომხმარებლებს შორის.

ახალი აუქციონი

ახალი აუქციონის დამატება და სხვების მიერ დამატებულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება Pink.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს შეუძლია.

ახალი აუქციონის დამატება შეგიძლიათ თქვენი კონსოლიდან ზემოთ მოცემული სურათის მიხედვით ან ამ ბმულზე დაწკაპუნებით:

ახალი აუქციონის დამატება

აუქციონის გაფორმება

აუცილებლად დაურთეთ ახალ აუქციონს ფოტო – ჩანაწერის ესკიზიდან – რათა აუქციონების სიაში იგი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

აუქციონის აღწერაში ჩაწერეთ ნივთის მაქსიმალური აღწერა. ზომა, ფერი, მდგომარეობა და სხვა პარამეტრები.

საწყისი ფასი

საწყისი ფასი არ ნიშნავს, რომ თქვენი ნივთი მითითებულ ქულებად გაიყიდება. საწყისი ფასი ის მინიმალური ქულების რაოდენობაა, რომელიც გსურთ, რომ მიიღოთ ამ ნივთში.

საწყის ფასს უთითებთ Starting Price: -ის გასწვრივ.

ნივთის ფასი შესაძლოა გაიზარდოს, სხვა მომხმარებლების მიერ აუქციონზე ახალი ფასის შეთავაზებით.

აუქციონის დასრულებისას ნივთის მფლობელი ხდება ის მომხმარებელი, რომელსაც მოცემული მომენტისთვის ყველაზე მაღალი ფასი აქვს შეთავაზებული.

სხვა მომხმარებლები, რომლებიც აუქციონში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერ მოგეს, შეთავაზებულ ქულებს უკან მიიღებენ. გამარჯვებულს კი ყველაზე მაღალი შეთავაზებული ქულა ჩამოეჭრება და ეს ქულები ნივთის გამყიდველს ჩაერიცხება.

რჩევა #1:  თუ თქვენი ნივთი 10 ლარზე ნაკლები ღირებულებისაა საწყის ფასად მიუთითეთ 200 ქულა და დაელოდეთ ამ ფასის გაზრდას. ხოლო თუ თქვენი ნივთი 10 ლარზე მეტი ღირებულებისაა საწყის ფასად მიუთითეთ 1000 ქულა ან მეტი.

რჩევა #2: არ მიუთითოთ საწყის ფასად 5 000 ქულაზე მეტი. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრატორი წაშლის თქვენს აუქციონს!

გაითვალისწინეთ!

  • მომხმარებელს თავის აუქციონზე ახალი ფასის შეთავაზება არ შეუძლია.
  • ახალი ფასის შეთავაზება ასევე არ შეუძლიათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ანგარიშზე არ აქვთ საკმარისი ქულები.

აუქციონის ვადა და ხანგრძლივობა

ახალი აუქციონის შექმნისას ყურადღება მიაქციეთ მის ხანგრძლივობას. ხანგრძლივობის შეცვლა და დაყენება სურათზე გამოსახული არეალიდან შეგიძლიათ.

რჩევა #1: არ მიუთითოთ ისეთი მოკლე ვადა, რომ სხვა მომხმარებლებმა ვერ მოასწრონ აუქციონის ნახვა და მონაწილეობის მიღება. ასევე გაითვალისწინეთ რომ ზოგ მომხმარებელს შეიძლება ქულები აკლდებოდეს თქვენი ნივთისთვის. მიეცით მათ ამ ქულების დაგროვების საშუალება.

რჩევა #2: არ მიუთითოთ ისეთი ხანგრძლივი ვადა, რომ მომხმარებლებს გადაავიწყდეთ თქვენი აუქციონი ან წარდგენილი ნივთი ვადის გასვლისას აღარ იყოს მათთვის რელევანტური.

მაგალითად თუ გამოიტანთ აუქციონზე ზამთრის თბილ ქუდს ან შარფს, აუქციონის დასრულების თარიღად ზაფხულის რომელიმე ცხელ დღეს ნუ მიუთითებთ. :)

ქულების დაგროვება

Pink.ge-ზე ქულების დაგროვების რამდენიმე ხერხი არსებობს (მოინახულეთ ეს გვერდი: ქულები), მათ შორის ნივთების აუქციონზე გამოტანა და მათი სარფიანად გაყიდვა ქულების დაგროვების ერთ–ერთი ხერხია.

About Sweet

ბლოგერი, ვებ–მარკეტინგის სპეციალისტი და Sex and the City-ზე შეყვარებული. @Sweet

Comments Closed