წამყვანმა დიზაინერებმა თავიანთ ჩვენებებში “გაზაფხული – ზაფხული 2014” მომავალი წლის ტენდენციები უკვე განსაზღვრეს, რის შესახებაც ჩვენც აქტიურად გიყვებოდით(Celine-ს აქსესუარები, სამკაულებილუი ვიტონიელი სააბი, მიუ მიუ, ვალენტინო, Dolce & Gabbana,სენ ლორანი).

2014 წელი ჩინური კალენდრით ლურჯი ცხენის წელია, შესაბამისად, ყველაზე აქტუალური ფერი ლურჯი და მისი გარდამავალი ტონალობებია.

ჩვენ ვეცდებით, დეტალურად შემოგთავაზოთ 2014 წლის მოდური ტენდენციები:

საზღვაო სტილი და პალმების პრინტი

მეზღვაურის ჩაცმულობა, ზოლიანი სამოსი, საზღვაო სტილი, სანაპიროს და პალმების პრინტი CHANEL, MARC JACOBS, MARNI  და სხვა წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში აქტიურად შეინიშნებოდა.

ფართო შარვალი

დიდი ზომის, ფართხუნა შარვლები ამ სეზონის მარტივი ელეგანტურობის მნიშვნელოვანი შტრიხია. ის  Chloé-მ და  Narciso Rodriguez-მა გამოიყენეს ბოლო კოლექციებში.

მაკრამე და მაქმანები

Alexander McQueen-ის მიერ გამოყენებული მაკრამე სეზონის ტრენდად უმალვე იქცა და Bottega Veneta, Valentino და Roberto Cavalli-ის კოლექციებშიც ჰპოვა ასახვა რომანტიკულ მაქმანებთან ერთად.

ტოპი

მოკლე მაისურები და ბლუზები Proenza Schouler, Balenciaga და Reed Krakoff-ის მიერ შემოთავაზებული დეტალებია, რომლებიც 2014 წელს მოდური იქნება.

ხავერდი და გახუნებული ჯინსი

წინა წლის აქტუალური მასალა – დრაფი 2014 წელს ხავერდმა ჩაანაცვლა. ფერად- ფერადი ხავერდის შარვლები, ქურთუკები, პიჯაკები და თითქმის ყველა სახის სამოსის შენიშვნა შეიძლება Gucci, Emili Pucci, Ralph Lauren და სხვა დიზაინერების კოლექციებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ლურჯი ფერი ფაქტობრივად ამ წლის მთავარი ფერია, გახუნებული ჯინსის ფერის სამოსიც ძალიან მოდურია.

რაც შეეხება აქსესუარებს, ისინი მაქსიმალურად უნდა შეუხამო სამოსს. აი, მაგალითად ჩანთა და სამოსი ერთნაირ პრინტში Lanvin-მა და Givenchy-მ არაერთხელ გამოიყენეს.

იმედია, ჩვენი რჩევები მომავალი წლის გარდერობის შერჩევისას დაგეხმარება.