გამოიყურებოდე მიმზიდველად – ეს ნიჭია, გეცვას ლამაზად – ხელოვნება.

ზუსტად ამ ხელოვნების ”შესწავლა” და განვითარებაა შესაძლებელი, ამიტომაც ამ სტატიაში მოყვანილი იქნება რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ დავმალოთ სხეულის ნაკლებად სრულყოფილი დეტალები და გამოვაჩინოთ ლამაზი ნაწილები.

ძირითადი წესები

თქვენი სამოსი ზუსტად უნდა გერგებოდეთ ზომაში.

არასოდეს ჩაიცვათ ფართო ტანსაცმელი, მით უმეტეს თუ ისედაც მრგვალი ფორმებით გამოირჩევით. ასეთი ტანსაცმელი თქვენს სხეულს ვიზუალურად უფრო დიდს გახდის.

არ ჩაიცვათ ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი – სხეულის ყველა ნაკლი  უკლებლივ შესამჩნევი გახდება.

მოერიდეთ ასევე სქელი მატერიის ლეგინსებსა და კოლგოტებს, ისინი ფეხს უფრო მსხვილს აჩენს, უკარგავს ფორმას და თანაც თუ მათზე ჰორიზონტალური ნახატია დატანილი ეს კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს  ვიზუალურ მხარეზე.

რა არ ჩავიცვათ

მათთვის ვისაც ტორსთან შედარებით მოკლე ფეხები აქვს მიზანშეწონილია ვერტიკალური ნახატის მქონე შარვლები, ქვედაბოლოები თუ ლეგინსები,საცურაო კოსტუმის შერჩევისას კი ეცადეთ შეიძინოთ ბიკინი ღრმა ჭრილით.

ასეთი აღნაგობის პატრონებისათვის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მოკლე შორტებია რეკომენდებული, რაც მეტად ჩანს სხეული მით უკეთესია.

ქვედაბოლოს შერჩევისას ეცადეთ მას ქუსლიანი ფეხსაცმელი მიუსადაგოთ, ეს თქვენს სილუეტს უკეთესად წარმოაჩენს და ფეხებიც მაღალი გამოჩნდება.

მსუქანი ფეხების პატრონებისთვის არაა მიზანშეწონილი სქელი მატერიის ლეგინსები, ისევე როგორც ღია ფერისა და ჰორიზონტალური ნახატის მქონე.

ასევე ვიზუალურ მხარეზე უარყოფითად მოქმედებს კოჭამდე გადაჭრილი ჩექმა, ხოლო მაღალყელიანი ჩექმა (წვივის შუამდე) პრიქით რეკომენდებულია.

თუ გნებავთ დაფაროთ განიერი თეძოები ეცადეთ შეიძინოთ წელზე მომდგარი და შემდეგ ტრაპეციისებურად გაშვებული ქვედაბოლოები და შორტები.

ძალიან თხელი ფეხების პატრონებს არ ვურჩევთ ატარონ განიერ ყელიანი ფეხსაცმელი და კოჭზე დამაგრებული სამკაულები.

მათ ვისაც მრგვალი ფორმები/ჭარბი წონა აქვთ გირჩევთ შეიძნოთ ჯინსი ჯიბეების გარეშე , ან ძალიან თხელი და პატარა ჯიბეებით,ასევე ეცადეთ შედარებით მუქი ტონის ტანსაცმელი შეარჩიოთ, თუმცა არაა აუცილებელი რომ ეს მხოლოდ შავი ფერი იყოს.

დაბალწელიანი შარვლები კი მხოლოდ და მხოლოდ მოდელისათვის დამახასიათებელი პარამეტრის ქალებს უხდებათ, სხვა შემთხვევაში კი ყველა ნაკლი  , იქნება ეს – მოკლე ფეხი, განიერი წელი თუ განიერი თეძო უფრო მეტად შესამჩნევი ხდება.

ალბათ ფიქრობთ რომ ზოგჯერ ძალიან რთულია დაიცვა ყველა ეს წესი, როდესაც გეჩქარება, ან უხასიათოდ ხარ, თუმცა მაინც ჯობია ყოველთვის კარგად დავფიქრდეთ იმაზე თუ როგორ გამოვიყურებით და კმაყოფილების გრძნობა აუცილებით დადებით ეფექტს მოახდენს გუნება-განწყობილებაზე.