მოდა, სტილი – თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შესამჩნევი საშუალებაა. მასში აირეკლება საკუთარი გრძნობები, ხასიათი, განწყობა. იგი მეტყველებს მის მატარებელზე, არ აქვს მნიშვნელობა სამოსი ბოლო ტენდენციებითაა შერჩეული, თუ უბრალო ჯინსის შარვალია, რომელიც კარადის კუთხიდან დაჭმუჭნილი გამოჩხრიკე. თუმცა რასაც უნდა ვიცვამდეთ, ყოველთვის წინასწარ ვფიქრობთ: ეს პერანგი რომ ჩავიცვა, ზედმეტად გამომწვევი ხომ არაა სამსახურისთვის?! ან საქმიან პარტნიორთან  რომელი კაბა სჯობს თავის გამოსაჩენად?! ან იმ გოგოს ფეხსაცმელზე უკეთესი უნდა შევიძინო, გასულ პარასკევს, წვეულებაზე რომ ვნახე! და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – რა მოსწონთ მამაკაცებს? გამოვტყდეთ, ჩვენ ხომ დიდ დროს ვუთმობთ ამ თემაზე ფიქრს?

final-couple-green-black11

ამ თემით დაინტერესებულმა, ძალიან ბევრი სტატია გადავიკითხე, გამოვკითხე ჩემი მეგობარი ბიჭიც, რომელიც ორგანულად ვერ იტანს მოკლე ჯინსის შორტს – ქუსლებზე, მოკალი და ვერ იტანს! ადამიანია და ბუნება და ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მაინც იკვეთება ფავორიტები და მამაკაცების მიერ დაწუნებული ნივთები, რომლებიც მინდა შენც გაგიზიარო.

ფავორიტები

1. ვიწრო “Skinny” ჯინსი

ამ სიაში “ტანზე მომდგარი” ხშირად ფიგურირებს, გამონაკლისი არც ჯინსის შარვალია, მხოლოდ გაითვალისწინე, ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ან მუხლამდე ჩექმაშია მიმზიდველი მამაკაცებისთვის, უფრო სწორად არა ჯინსი – არამედ შენი სხეულია მიმზიდველი.

Pink2

2. ვიწრო “Tube” ქვედაბოლო

გავიმეორო “ტანზე მომდგარი”? ვფიქრობ საჭირო არაა, რაც მოკლე, მით უკეთესი. ალბათ, ასეთ ქვედაბოლოში გამოწყობილს შეგიმჩნევია შენსკენ მომართული მზერა, თან არა ერთი.

Pink3

3. პატარა შავი კაბა “LBD”

იცი, როგორ დაიჭირო ორი კურდღელი ერთდროულად? “პატარა (მომდგარი) შავი კაბა”, თუ გახსოვს, ერთ-ერთ პოსტში – “13 აუცილებელი ნივთის” ერთ-ერთი ატრიბუტი იყო. ეს ხერხი უნიკალურია ნებისმიერ მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

Pink1

4. ლათინური “V”-ჭრილის (V-Neck) მაისური

ეს უბრალო, არაფრით გამორჩეული მაისურიც კი თურმე საკმარისია იმისთვის, რომ სექსუალური იყო, ყოველ შემთხვევაში, ამას მამაკაცები ფიქრობენ და რთულია, არ დაუჯერო.

Pink4

5. დაბალძირიანი ფეხსაცმელი

ნუ გადაუსვამ ხაზს დაბალძირიან ფეხსაცმელს – მამაკაცები ფიქრობენ, რომ ასეთ ფეხსაცმელში ქალი კომფორტულად გრძნობს თავს და არაფერი აქვს დასამალი.

Pink5

6. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნუშისებრი ცხვირით

ყველასთვის ცნობილია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი “მიზიდულობის ძალით” გამოირჩევა და იგი მამაკაცებზეც ზემოქმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოდა იცვლება, ამაზეც კი იზრუნა მამრობითმა სქესმა და ფავორიტი, კლასიკური ფეხსაცმელი (court shoe) არა წვეტიანი, ან მომრგვალებული ცხვირით, არამედ ე.წ “almond toe” (ნუშისებრი ცხვირით) დაასახელა, რადგან იგი მოდიდან არასოდეს გადადის.

Pink6

7. სექსუალური თეთრეული

გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე – მაქმანებიანი თეთრეული, თუ ერთი სამიზნე გყავს – შენი მამაკაცი, ასეთი “ჩაცმულობით” ნამდვილად გააბედნიერებ.

Pink7

გაინტერესებს რას უნდა აარიდო შენი კარადა?

1. უფორმო სამოსი

სამოსი, რომელსაც მტკიცე უარი განუცხადა ჩვენმა წუნია ძლიერმა სქესმა, არის ყოველგვარი უფორმო, ასიმეტრიული, არაკონსტრუქციული დიზაინის ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ყოველგვარ ქალურს – არაა წელში გამოყვანილი, ან ცვლის ქალურ სილუეტს, მაგალითად – ტუნიკა და ყველაფერი რომელიც ჯდება ზემოთ მოყვანილ პარამეტრებში. თუმცა, მამაკაცების უმრავლესობა ამ წესიდან გამონაკლისს უშვებს, როცა საყვარელ ქალს ერთად გატარებული ღამის შემდეგ საკუთარ მაისურში გამოწყობილს ხედავს.

T789-AnnaKastle-New-Womens-Folded-Cuffs-Oversized-Tunic-Dress-Long-Top-Ivory-01

2. აღმოსავლური სტილის, ე.წ. “Harem” შარვალი

წინა პუნქტიდან გამომდინარე რთულ მისახვედრი არაა, როგორია ეს ტომრისებრი შარვალი, რომელიც ვიზუალურად ნამდვილად ამოკლებს ფეხს და ზრდის ფორმებს, თუმცა ამ უკანასკნელს რატომ ერჩიან, არ ვიცი :)

Lanvin-Sleeveless-Leather-Gilet-Deep-V-Neck-Blouse-Wrap-Front-Harem-Pants

3. მაღალწელიანი შარვალი

ამ დეტალისადმი სიძულვილი ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო, რადგან ხშირად ვიცვამ და მგონია, რომ მაღალი წელი საკმაოდ მიმზიდველს და ლამაზს ხდის სხეულს. მამაკაცების აზრით კი, ეს გამძვინვარებული ტენდენცია – “ჩამოკიდებული” საჯდომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

tumblr_lceftcHjjW1qc982bo1_1280

4. მაქსი კაბა/ქვედაბოლო

მამაკაცებს უყვართ ზაფხულთან ასოციაცია, ჰოდა რა ჯანდაბას აკეთებს აქ გრძელი კაბა? კოჭების გამოჩენა კვლავ სირცხვილად ითვლება?  ასეთი კაბა დაღს უვამს მამაკაცის წარმოსახვას :)

Solar-Noon-by-Dusan-Jaukovic-for-Morfium-Couture-11-768x1024

5. Flip-flops – მარტივად რომ ვთქვათ, “ფრატები” :)

ასეთი ტიპის ფეხსაცმელი გამაღიზიანებელ ხმას გამოსცემს და ცოტა ხნის ტარების შემდეგ ფეხები საოცრად ისვრება.

387_1target_girls_swim_wear_photographer_los_angeles_california

6. სათვალე დიდი ჩარჩოთი

ეს მონსტრები საშუალებას არ გვაძლევს დავინახოთ შენი სახე, ის ფარავს ჭეშმარიტ სხვაობას ლამაზსსა და მედუზას თვალებს შორის

sunglasses_black_round_thick_1

7. გადაჭარბებული მაკიაჟის ტარება

რა თქმა უნდა, ცოტა “კორექტორი” თვალის ქვეშ და ცოტაოდენი მაკიაჟი დანაშაული არაა, მაგრამ სახე მთლიანად საცხის ნიღაბში უმიზეზოდ მიმაჩნია.

ფაქტია, მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქალი ბუნებრივი მაკიაჟით ბევრად უფრო ლამაზია.

155218_19cc86139aecfb3d9343d911bfcab4ee1

ასეა თუ ისე, არ დაგავიწყდეს ჩაიცვა ის, რაშიც თავად გრძნობ თავს კომფორტულად. ასე ბევრად უფრო მიმზიდველი და თავდაჯერებული იქნები და საყვარელი მამაკაცის ყურადღების მიქცევასაც უფრო მარტივად და ეფექტურად ;) შეძლებ.

შენ თუ იცი, რა მოსწონს შენს მამაკაცს?