13 ნოემბერს ნიუ-იორკში Victoria’s Secret-ის ტრადიციული ყოველწლიური შოუ გაიმართა, რომლის მომზადებაც 9 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და აქამდე არნახულ მასშტაბებს მოიცავდა.

პოდიუმზე გამომსვლელი მოდელების რაოდენობა წელს ყველაზე მეტი – ორმოცი იყო. მათი შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სიმაღლე და ასაკია. Victoria’s Secret-ის ყველა ლამაზმანი 18 წელზე მეტი ასაკისაა და მათი სიმაღლე 1,78 სმ-ს აღემატება.

ჩვენებისთვის 67 კოსტიუმი და 28 ფრთის კომპლექტი შეირჩა, რომლებიც ისეთმა ცნობილმა მოდელებმა მოირგეს, როგორებიც არიან ალესანდრა ამბროზიო, ადრიანა ლიმა, დოუცენ კროსი, კარლი კლოსი, ლილი ოლდრიჯი, ერინ ჰეტერტონი და ა.შ., ხოლო 10 მილიონ ა.შ.შ. დოლარად შეფასებული ფანტასტიკური ბიუსტჰალტერი ქენდის სვენპულმა მოირგო.

Adriana Lima
Adriana Lima

გამორჩეული იყო ადრიანა ლიმას 3000 მარგალიტით გაწყობილი კოსტიუმი, რომლის დიზაინი მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანული პიჯაკების სტილის მიხედვით შეიქმნა.

Adriana Lima - Pearly Queen
Adriana Lima - Pearly Queen
Candice Swanepoel with $10 million dollar Fantasy Bra designed by Mouawad
Candice Swanepoel with $10 million dollar Fantasy Bra designed by Mouawad

22 თმის სტილისტი, 28 ვიზაჟისტი და 8 მანიკიურის სპეციალისტი ზრუნავდა ლამაზმანების სილამაზეზე, რომლებიც 30 მეტრის სიგრძის მოკაშკაშე პოდიუმზე მოძრაობდნენ.

შოუს მუსიკალურად აფორმებდნენ ტეილორ სვიფტი, Fall Out Boy, A Great Big World და Neon Jungle.

ტეილორ სვიფტის ჩაცმულობა განსხვავებული იყო მისი ტრადიუციული სტილისგან. ამჯერად ტეილორი თავდაჯერებული, სექსუალური ქალის ამპლუაში მოგვევლინა.

ულამაზეს სანახაობას მსოფლიოს 185 ქვეყნიდან ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ მოდის კრიტიკოსები თვალს, ხოლო მისი სრული ჩვენება ტელეკომპანია CBS-ის ეთერში 10 დეკემბერს გავა.

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეწოდებინა დეტალების შესახებ ინფორმაცია. ასევე, შევეცდებით, ოპერატიულად მოგაწოდოთ მთლიანი შოუს ვიდეოჩანაწერი.

როგორ შეაფასებდი შოუს?