დაიჯერებთ, რომ Victoria’s Secret-ის 2011 წლის მოდის ჩვენება მთლიანად მამაკაცებს ეკუთვნოდათ?! დიახ, სწორედ ასეა!

შოუ ჩატარდა ნიუ იორკში, 10 ნოემბერს. ჩვენება CBC-ის ეთერში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა ისეთმა სახელგანთქმულმა მომღერლებმა მიიღეს, როგორებიც არიან Kanye West, Jay-Z, Nicki Minaj და Adam Levine.

სცენაზე, მოდელების ფონზე, მომღერლებმა საკუთარი ჩანაწერები ცოცხალად შეასრულეს, რამაც შოუს მეტად გასართობი და ამაღელვებელი ელფერი შემატა.

“Moves like Jagger”-ის შემსრულებელი ადამ ლევინის გულისსწორი სწორედ Victoria’s Secret-ის წარმატებული მოდელი ენ ვი გახლავთ. შოუს მსვლელობისას ადამი მას ეამბორა, რამაც დამსწრე პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

“Pink Friday”-ის ავტორი და მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გაყიდვადი მდედრობითი სქესის რეპერი ნიკი მინაჟი ჩვენებაზე განიერი, კაშკაშა, ფორთოხლისფერი მოსაცმელით და კოსმოსის პრინტის ქვედა-ბოლოში გახლდათ შემოსილი.

“მე დავკარგე ჩემი სუპერ გმირი”, “ახლა ის ჩემი სუპერ ანგელოზია” – ამ სიტყვებით შეამკო ქეინი ვესტმა მის გვერდზე პოზიორი Victoria’s Secret-ის მოდელი. რეპერი მოდის დიზაინერ ვერსაჩეს უახლესი (H&M) ჟაკეტითა და შავი ტყავის შარვლით (რომელსაც ოქროს ქამარი ეკრა) იყო შემოსილი, ხოლო ჯეი-ზი შავი ქურთუკითა და ასევე შავი შარვლით.

პოდიუმზე Victoria’s Secret-ის ყველაზე პოპულარული მოდელები, ან როგორც მათ ეძახიან – ანგელოზები – გამოვიდნენ: ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, ლილი ოლდრიჯი და სხვანი.

მსგავსად წინა სეზონებისა, ამ სეზონზეც ტრადიციულად მოდელები სექსუალურ ფორმაში ფრთებითა და ქოლგებით პოზირებდნენ მაყურებლის წინაშე. აღსანიშნავია მირანდა ქერის “ფანტაზია ლიფი”, რომელიც ალმასებითაა გაწყობილი. იგი 2.5 ათას დოლარად შეფასდა.

იხილეთ ფოტოები შოუდან:

ადრიანა ლიმა
ადრიანა ლიმა 2
ადრიანა ლიმა 3
ალესანდრა ამბროსიო
ალესანდრა ამბროსიო 2
ანია რუბუკი
ენ ვი
ქენდის სვეინპოლი
ქენდის სვეინპოლი 2
კაროლინ ბრაშ ნილსენი
შანელ იმანი
შანელ იმანი 2
კონსტენს იაბლონსკი
დუდზენ კრუესი
ერინ ჰიტერთონი
ერინ ჰიტერთონი 2
ჟაკლინ იაბლონსკი
ჟაკლინ იაბლონსკი 2
ჯესიკა კლარკი
კარლ კროსი
კარმენ პედარუ
ლაის რიბეირო
ლილი ოლდრიჯი
ლილი დონალდსონი
ლიუ ვენი
მარინა ლინჩუკი
მირანდა ქერი
მირანდა ქერი 2
ადამ ლევაინი (ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი) და მისი შეყვარებული ენ ვი
ადამ ლევაინი (ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი) და მისი შეყვარებული ენ ვი 2
რეპერი ჯეი-ზი
ქეინი ვესტი და ჯეი-ზი
ერინ ჰეტერონი და ქეინი ვესტი
ქეინი ვესტი და კერლი კლოსი
რეპერი ქეინი ვესტი
შანან კლიკი
შანან კლიკი 2
ტონი გარნი
მომღერალი ნიკი მინაჟი ანგელოზებთან ერთად
რეპერი ნიკი მინაჟი
ნიკი მინაჟი
"Victoria's Secret"-ის მოდელები
"Victoria's Secret"-ის მოდელები 2
ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო
ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო შოუს დასასრულს