Home Events

მარიამ გვასალია ახალი სახეა მოდის სფეროში. მან გასულ წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და სადიპლომო ნამუშევრად საკუთარი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები წარადგინდა. გოგონას წარმატება სწორედ აქედან დაიწყო. ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმელების ფოტოებს, რომელიც მარიამმა შექმნა ბევრ უცხოურ მოდის ბლოგზე შეხვდებით.

თბილისის მოდის კვირეული მარიამის კარიერაში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან მისი პირველი დამოუკიდებელი კოლექციის ჩვენება გაიმართა.

ეს არის სპორტულ-კლასიკური სტილის სამოსი, რომელიც ზუსტად პასუხობს თანამედროვე ახალგაზრდა გოგოს მოთხოვნებს. პასტელური ფერები და შავი აქცენტები, მოკლე ბლუზები, სპორტული პიჯაკები და რაც მარიამის კოლექციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია, ულამაზესი ფეხსაცმელი. ის თანაბარი წარმატებით ქმნის როგორც დაბალძირიან, სპორტული სტილის ფეხსაცმელს ასევე ულამაზეს მაღალქუსლიანებს.

როგორც ჩანს, მარიამ გვასალია უკვე იქცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის საყვარელ დიზაინერად. სწორედ მის მიერ შექმნილი სპორტული სტილის ფეხსაცმელი ეცვა რამდენჯერმე თაკო ჩხეიძეს თბილისის მოდის კვირეულის განმავლობაში.

ფოტო: MiHail Photography

შენ რას იტყვი?