მე თუ მკითხავთ, ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს. რა არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის სამსახურში წასვლამდე ჰალსტუხს შეკვრა და  რამდენიმე რომანტიკული წუთის გატარება გამოსამშვიდობებლად?

თუმცა, ეს სტატია არც იმ მამაკაცებს აწყენთ, რომელთაც მზრუნველი მეორე ნახევარი არ ჰყავთ და რომელთათვისაც ჰალსტუხის გამონასკვა მუდმივი პრობლემაა.

აღმოვაჩნე, რომ ჰალსტუხის შეკვრის დაახოლებით 85 ხერხი არსებობდა, თუმცა თანამედროვე სტილის ჰალსტუხები მხოლოდ 10 სტილით შეიძლება შევკრათ. პრაქტიკაში უფრო ხშირად 3 ხერხს იყენებენ. არსებობს რამდენიმე ძირითადი სტილი: “ჯვარედინი კვანძი”, “პრინცი ალბერტი”, “ვინძორი”, “პატარა კვანძი” და “ოთხმაგი”, რომლებიც ქვემოთ სქემატურადაა წარმოდგენილი:

კვანძების სქემა

 

ახლა კი რამდენიმე დასურათებული სტილი და მათი გამონასკვა:

თავისუფალი კვანძი «FOUR-IN-HAND»

სახელწოდება მოდის მეცხრამეტე საუკუნის ინგლისური მამაკაცთა კლუბიდან. კლუბის თავკაცები აქტიურად იყენებდნენ გრძელი ჰალსტუხის გაბანტვის ახალ ხერხს, რაც, საბოლოოდ მოდაშიც დამკვიდრდა. ძალიან ადვილად იკვრება და იდიალურია მათთვის, ვინც ახლა სწავლობს შეკვრას (ჩემთვის, მაგალითად :) )

ჰალსტუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი სტილის;

შედეგად გამოდის “კუთხოვანი”, ცოტათი ასიმეტრიული სამკუთხედი, რომელიც სამოსს ელეგანტური დაუდევრობის ელფერს აძლევს.

პერანგის საყელო: ნებისმიერი სტილის, თუმცა ყურადღება მიაქციე, რომ კვანძს საყელოს კუთხეები არ ფარავდეს.

«FOUR-IN-HAND»

მცირე, “აღმოსავლური” კვანძი

პატარა კვანძია. ადვილად იკვრება. ჰალსტუხი უნდა იყოს უფრო წვრილი  და თხელი, მაგალითად აბრეშუმის.

შედეგად  ნამდვილად შესანიშნავი და ცოტა მკაცრი კვანძი გამოდის. კვანძი ჰალსტუხს ნაკლებად ამოკლებს და ამიტომ მაღალი მამაკაცებისთვის ნამდვილად შეუცვლელია;

გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ მარტივი წესი: ჰალსტუხის მსხვილი ბოლო ქამრამდე უნდა აღწევდეს.

პერანგის საყელო: მჭიდროდ უნდა იკვრებოდეს.

მცირე "აღმოსავლური" კვანძი

უინძორი

კვანძი, რომლის ავტორობაც შეცდომით მიეწერება უინძორის ჰერცოგს. მას არათუ არ გამოუგონია, არც არასდროს უტარებია ეს კვანძი, ჩვეულებრივი ერჩია.

უინძორი კლასიკურ კვანძად ითვლება. სამკუთხედი მოცულობითი გამოდის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, თუმცა ცოტა რთული შესაკრავია. თუ შეკვრისას ცოტას ივარჯიშებ და მოარგებ ჰალსტუხის მსხვილ და წვრილ მხრებს, საბოლოოდ  კარგი ფორმის კვანძსაც მიიღებ.

პერანგის საყელო: სასურველია ინგლისური, რომლის კუთხეებს შორის მეტი სივრცეა.


უინძორი

ნახევრად უინძორი

ყველაზე უნივერსალური, მოქნილი კვანძია და ნაკლები მოცულობისაც კლასიკურ უინძორულთან შედარებით. ჰალსტუხი ნებისმიერი სიგრძისა  საშუალოდ სქელი მასლისაგან; გამოდგება მჭიდროდ ნაქსოვი აბრეშუმი.

დასაწყისისთვის, სანამ ამ კვანძს შეისწავლიდე, მისი კეთება სარკის წინ ჯობს. საბოლოოდ კი, როცა საკმარისად დახელოვნდები მის შეკვრაში, სარკე მხოლოდ კვანძის შესასწორებლად დაგჭირდება.

პერანგის საყელო: ნებისმიერი, თუმცა ყველაზე ჰარმონიულად ეხამება შეხსნილ საყელოს და დაუმაგრებელ კუთხეებს.

ნახევრად ვინძორი

ჯვარედინი კვანძი

ეძახიან “კვადრატულ, “იტალიურ” კვანძს, ან «CHRISTENSEN»-ს. ადვილად იკვრება.

ჰალსტუხი: შალის ან ქაშიმირის მასალის.

საყელო: მაღალი, დაახლოებით 4-4,5 სმ

ჯვარედინი კვანძი

ორმაგი კვანძი

ეძახიან “პრინც ალბერტსაც”. ეს კვანძი თავისებურ ფორმას ორმაგი კვანძის საშუალებით იღებს. მისი სწავლა არ გაგიჭირდება.

ჰალსტუხი: რბილი მასალის, მსუბუქი, საშუალო სიგრძის.

პერანგის საყელო: იდეალურად ეხამება გრძელკუთხიან საყელოს.

ორმაგი კვანძი

ჰალსტუხი – ბაფთა

ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იკვრებოდა ეს კვანძი. ცხადია, რეზინის ბაფთის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ხელით შეკრული  უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობს და გირჩევ, მისი შეკვრაც იცოდე. დასაწყისისთვის შეიძლება მუხლზე ისწავლო ბაფთის შებმა. ის დაახლოებით იმავე სისქისა და ფორმისაა, როგორიც ყელი.

პერანგის საყელო: ჩვეულებივი ან გახამებული, კუთხეებდაცილებული.

ჰალსტუხი ბაფთა

ასკოტი (მამაკაცის ყელსახვევი)

საკმაოდ ფართო ყელსახვევია, რომელსაც ადრე ყელის გარშემო ორჯერ იტარებდნენ, ბოლოებს მკერდზე იბანტავდნენ და ინგლისური ქინძისთავებით ამაგრებდნენ. თუ შენ ან შენი მეორე ნახევარი მის გარდერობში დამატებას აპირებთ, ეს კვანძი ნამდვილად გამოგადგებათ. იკვრება საყელოს შიგნით. პირველი ღილი გახსნილი უნდა იყოს.

ასკოტი

რომელი კვანძი მოგწონს?

View Results

Loading ... Loading ...