Home Events

მძიმე, ავის მომსწავებელი მუსიკა, ნახევრადთმაჩამოშლილი მოდელები, შავი ფერი, მავთულხლართები და შიშის სუნი – ასეთი გარემო იყო “MATERIEL”-ის ჩვენებაზე. გოგონები პოდიუმზე ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდენ, თითქოს ყველაფერი შენელდა, როგორ ომის დროს.

მიზანი მიღწეულია, რადგან კოლექციის თემაც ეს იყო – ომი, ოკუპირებული ტერიტორიები, მავთულხლართი, რომელიც დიზაინერმა წარმატებით გამოიყენა აქსესუარების შესაქმნელად ქამრებისა და საყურეების სახით.

კოლექციის ფერი – შავი, ნაცრისფერი, სტილი -მინიმალისტური, ტრადიციული პიჯაკისა და ფრაკის თარგი კარგად შეეთავსა ერთმანეთს და ძალინ პრაქტიკულ მანტოს ტიპის მოსაცმელად იქცა შავი, გრძელი, პერანგის ტიპის კაბებთან. კოლექციაში საკმაო რაოდენობითაა გამოყენებული ტყავი,  რამდენიმე ნაქსოვი სვიტერის მოდელიცაა.

ჩვენების კულმინაცია პოდიუმზე მავთულხლართის ქამრით გაკოჭილი მოდელის გამოჩენა გახდა. ბრენდის ახალგაზრდა დიზაინერს, ალექსანდრე ახალკაციშვილს დარბაზი ფეხზე წამოუდგა აპლოდისმენტებით.

ფოტო: MiHail Photography

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?