Home Events

ახლადგანახლებულ ვარდების ბაღში და ქართული მოდის ელიტის თანდასწრებით  თბილისის მოდის კვირეულის შემოდგომის სეზონი გაიხსნა. Moet & Chandon-ის მისასალმებელი მიღების შემდეგ ულამაზეს მრგვალ დარბაში კვირეული “ატელიე კიკალას” ჩვენებით დაიწყო.

ბრენდის დიზაინერი ლადო ბოკუჩავა თავისი ახალგაზრდა ასაკისთვის საკმაოდ გამბედავი და ექსპერიმენტების მოყვარულია. კოლექციაში სამი ფერი ჭარბობდა: შავი, ვარდისფერი და ოქროსფერი. მოცულობითი შავი მანტოები გაფორმებული იყო კონტრასტული ფერის დეტალებით. ბომბერის ტიპის ქურთუკებს და სწორ ბოლოებს მოყვა ტრიკოტაჟის სვიტერი და თხელი, შიფონის კაბა. სილუეტი მომრგვალებული და მოცულობითია.

მოდელებს ფეხზე ხელით შეღებილი, დაბალყელიანი ჩექმის ტიპის ფეხსაცმელი ეცვათ.

ფოტო: MiHail Photography

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?