Home Events

აკა ნანიტაშვილის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის  პირველივე მოდელის დანახვისთანავე გამიჩნდა შეგრძნება, რომ მე ვესწრებოდი მაღალი დონის დიზაინერის ჩვენებას. ამაში თავადაც დარწმუნდები, როდესაც ფოტოებს ნახავ.

თეთრი, წითელი, ოქროსფერი და პიტნისფერი აკას ისედაც ქალურ და დახვეწილ სამოსს, მეტ სინაზეს სძენს. დიზაინერმა სამოსის შექმნისას აქტიურად გამოიყენა მაქმანები და გამჭირვალე ქსოვილი, ასევე ხელით შექმნილი მარგალიტის ორმანემენტები.

თეატრის ინტერიერის პრინტიანი კაბებისა და ბლუზების დანახვისას თავდაპირველად  ასოციაცია “Dolce & Gabbana”-ს ბოლო კოლექციებზე გამიჩნდა, თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად მიხვდება, რომ ეს სულ სხვაა. ეს არის სრულიად ქართული და კარგი ხარისხის მოდური სამოსი, რომელსაც ქნის აკა ნანიტაშვილი.

ფოტო: MiHail Photography

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?