თბილისური მოდის ტენდენცია ძალიან ერთგვაროვანია – თბილისის ცენტრში ფერადი სამოსით გამოწყობილ ადამიანს ერთი-ორს თუ გამოარჩევ. ტანისამოსებში ძირითადად ჭარბობს შავი ფერი. უცხოეთს რომ შევადაროთ საქართველოს მოდის მდგომარეობა, ისინი არ ერიდებიან სამოსში თამამად გამოიყენონ ყვითელი, ჭრელი, ღია ცისფერი, წითელი შეუხამონ სხვა ფერებს.

თბილისელები კი ფერად ტანისამოსს მუქ ან უბრალოდ ღია, თეთრ ფერს არჩევენ.

ხშირია შემთხვევა, როცა თბილისელ გოგოს სპორტული ტანსაცმელი აქვს მორგებული – აწეული თმა, არანაირი აქსესუარი და მაკიაჟი, ჩავარდნილი სპორტული შარვალი და ბოტასები. თბილისელთათვის სპორტული ტანსაცმლის ფირმაში უმეტესად ნაიკი ლიდერობს.

გემოვნებიანად ჩაცმულებს ძირითადად იმათ მიიჩნევენ, რომელთაც საკუთარ ჩაცმულობაში ფერის სიხალისე აქვთ შეტანილი, მაგალითად ღია ვარდისფერი სადა კოქტეილის კაბაზე, ან ქვედაბოლოზე.

რაც შეეხება მაკიაჟს, რატომღაც ახალგაზრდა გოგონებზე მუქი ტონალური მძლავრად ჭარბობს.

ტანისამოსის ფერების ტენდენცია ერთგავროვანია – შავი და თეთრი.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ ტანისამოსში ვერ გამოარჩევ ფერადს. მათთვის სოლიდური (თეთრი პიჯაკი, ჯინსი) და სპორტული სტილი მეტად აქტუალურია. აქსესუარი ხშირ შემთხვევაში საათია.

მოხუცები რატომღაც არც გემოვნებიან მაკიაჟს ხმარობენ, არც ფერად ტანისამოსს და ჩაბურულ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. აქსესუარებზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

თუ გვინდა, რომ გავმრავალფეროვნდეთ ჩემი სუბიექტური აზრით, კარგი იქნება, თუ ფანტაზიას მივცემთ ფართო გასაქანს და მუქ ფერებს ჩავანაცვლებთ ღია ხალასით, ან თუნდაც ჭრელი ფერებით.

მე კი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადავინაცვლე, მოვიმარჯვე კამერა და შევეცადე დამეფიქსირებინა, თუ როგორია თბილისის ქუჩის მოდა.

სიაში ერთადერთი მამაკაცი:

თქვენ რა სტილის ტანსაცმლით იმოსებით?