მოყვითალო სეზონი

თბილისი სრულ ორომტრიალშია გახვეული. გრილი ამინდები, თბილი ქურტუკები, მოკლედ მოსახლეობა ემზადება ჩაის სეზონთან შესახვედრათ. მეც გავეხვიე ხმაურიანი თბილისის ორომტრიალში და შევეცადე ჩემს ობიექტივში მომეხვედრებინა გემოვნებით ჩაცმული თბილისის ცენტრში მოსეირნეები.

ძირითადად თბილი ფერები გახდა ტენდენციური. ტემპერატურის კლებასთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უმრავლესობამ სპორტული ტანსაცმელი დათმო და ის სოლიდური სტილით შეცვალა. აქტუალურია ყელსახვევი, ძირითადაც ღია ფერის.

ცხელმა ზაფხულმა თან წაიღო ფერადი აქსესუარების და მსუყე მაკიაჟის ტენდენცია და სახეზე გვაქვს სოლიდურად შემოსილი ქუჩაში მოსიარულენი.