დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ყოველ დილით ღრღნის კითხვა „რა ჩავიცვა?“ და როდესაც ის სანუკვარი მომენტი დადგება, როცა ყველა საქმეს გვერდზე გადადებთ და საყიდლებზე წახვალთ, ტანისამოსზე არჩევანის შეჩერებისას ალბათ ბევრ თქვენგანს დააინტერესებს, თუ რა სტილია ამ თვეში მოდური და საერთოდ რა ხდება მოდის მსოფლიო ბაზარზე.

რა არის აქტუალური და მოდური ოქტომბერში?

ამ კვირის ქუჩის მოდის შთაგონება: მამაკაცური სტილის კოსტუმი, შარვლები, მსუბუქი, თხელი შარფები, ოქროულობა, რომელიც ჩემი აზრით სეზონს ძალზედ შეესაბამება.

ოქტომბრის მოდის ტენდენცია მეტწილად მამაკაცური სტილის ტანისამოსით შემოიფარგლება.

ჯერ კიდევ 1930 წელს მარლენ დიტრიხი შემოდგომის ამ ოქროსფერ თვეს თავის კარადას, რაც შეიძლება მეტი შარვლით ამდიდრებდა. ამ თვეს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ აგრეთვე მამაკაცური სტილის ტანისამოსის ტენდენცია სხვადასხვა მსოფლიო დონის დიზაინერთა ხაზებში. Salvatorre Verragamo-მ 2011 წლის მილანის მოდის შოუზე მსოფლიოს წარუდგინა houndstooth სტილის, ტრადიციული ნიმუშები, რომლის სტილიც მეტად მამაკაცური გახლდათ.

houndstooth სტილის კოსტუმები, ფეხსაცმელი, კაბები და ხელჩანთაც კი ძალზედ აქტუალურია და ფასობს მსოფლიო ბაზარზე.

აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით სხვადასხვა აქსესუარით, არ გამოიყენოთ ბიჟუტერია და ერთი სიტყვით სოლიდურ სტილს შეუამხანაგდით.

ეს კი თბილისის ქუჩის მოდაა, შემოდგომის ერთ მშვენიერ, მზიან დღეს.