შოპინგი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპია! თუ ცუდ ხასიათზე მნახავთ, საკმარისია მომცეთ ფული, ერთი რამ მაინც  შევიძინო და მერე სიხარულისგან ვეღარ გამაჩერებთ! თუ შოპინგზე წასვლას გადაწყვეტთ, შემეხმიანეთ, უარს არავის ვეუბნები.

დღეს თბილისში, ჯერ კიდევ ახალი წლიდან მოყოლებული ფასდაკლებებია.  მე Tbilisi Mall-ში გადავწყვიტე შევლა.

Bershka

პირველი ჩემი სამიზნე მაღაზია Bershka გახლდათ. ვინც XS-ს ატარებს, კარგი იქნება თუ შეივლით. განსაკუთრებით გამოსასვლელი კაბებით ვარ ხოლმე აღფრთოვანებული. მართალია მცირეა კაბების არჩევანი, თუმცა საუკეთესო ვარიანტები აქვთ. დღეს სამწუხაროდ კაბები არ დამხვდა. თუმცა რამდენიმე თბილ ზედას გამოვკარი ხელი.

 

1პირველი ვარიანტი რომელსაც ხედავთ 69 ლარი ღირს.  XS-ც აქვთ. ძალიან თბილი და კომფორტულია ყოველდღიურად. ისეთი სიგრძისაა, რომ მე კაბასავითაც გადავიცმევდი. სამწუხაროდ ფასდაკლებაში არ მოყვა.

მეორე ზედა 79 ლარი ღირს. ხარისხით ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნაქსოვი, მაინც თბილი მომეჩვენა. ამ ზედაში  გაფორმება – გულია თვალშისაცემი, რომელსაც თავად თუ ნახავთ უფრო დარწმუნდებით, რომ ძალიან ლამაზია. ზომები არის და შავი გაფორმებითაც ნახავთ.

მესამე ზედა რასაც ხედავთ, ესეც ახალ კოლექციაშია და 109 ლარი ღირს. თავადაც შეამჩნევდით, რომ არაჩვეულებრივია!

ბოლოს  ხელით ნაქსოვი, ძალიან ლამაზი ფერის ზედებია. უცხოა და უფრო არაყოველდღიური. სულ რაღაც 79 ლარი ღირს.

1234
ეს თბილი ზედა, რომელსაც ხედავთ 79 ლარი ღირს და XS-ც არის. ყველაზე თბილია დანარჩენ ჩამოთვლილებს შორის და მემგონი საყვარელია. ერთი სიტყვით ‘ბერშკათი’ გული ვიჯერე! არჩევანი ნამდვილად დიდია!

New Yorker

შემდგომ გავეშურე New Yorker-ში. ფასდაკლება აქაც აქტუალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ძალიან მოსწონს ეს მაღაზია, მე მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანებს. თუმცა არის დღეები, როდესაც რაღაცას მაინც გამოვკრავ ხელს. აქ სპორტული სტილის ტანსაცმელს უფრო კარგს ნახავთ, ვიდრე კლასიკურს. თუმცა დღეს რამდენიმე კარგ გამოსასვლელ კაბას წავაწყდი.

3

ყველაზე მეტად ფასმა აღმაფრთოვანა! კაბა რომელიც მოვიზომე, სულ რაღაც 49 ლარად, შეგიძლიათ შეიძინოთ  და თავდაჯერებული წაბრძანდეთ ნებისმიერ წვეულებაზე! თუ გაქვთ 50 ლარი და გსურთ გამოსასვლელი კაბა,  არჩევანს აქ აუცილებლად ნახავთ.

Topshop

და ბოლო ჩემი სამიზნე Topshop ! აი აქ საბოლოოდ მივიღე სიამოვნება! სეილი, სეილი ყველგან სეილი. ძალიან თბილი და მე რომ მიყვარს ისეთი ზედები, ძალიან იაფად!

ვინც ხართ ნამყოფი ამ მაღაზიაში, ალბათ შეამჩნევდით, რამდენად აქტიური მომსახურება აქვთ. აუცილებლად გეტყვიან მოგიხდათ თუ არა თქვენი არჩევანი და არ მოგატყუებენ! და კიდევ,  რომ იცოდეთ, ბიჭი კონსულტანტები განსაკუთრებულად აქტიურები არიან! სამწუხაროდ სურათების გადაღების უფლება არ მომცეს, თუმცა გაგიზიარებთ ჩემს არჩევანს.

121212

ჩემი ოცნების კაბა ვიპოვე! მემგონი სურათზეც ჩანს ჩემი სათნო, ბედნიერი ღიმილი! ყველაზე მეტად დღეს გული ამ კაბაზე დამწყდა! არ მოგატყუებთ და ვერ ვიყიდე. ფასდაკლება არ ეხებოდა და ღირდა 135 ლარი. რთულია ამ სეზონზე შესაფერისი გამოსასვლელი კაბის ყიდვა, მე კი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ვიპოვე!

კინაღამ გამომრჩა! თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გასახდელებს. ყველაზე მეტად Topshop-ის გასახდელი მომწონს. დიდი სივრცე, ლამაზი ფარდები და სასიამოვნო სურნელი! ჰმ… მე ისევ იქ ვარ!

ეს იყო ჩემი შოპინგის დღე. მიუხედავად იმისა, რომ  ოცნების კაბა ვერ ვიყიდე, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე! მაღაზიის ფასებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ ფასდაკლებაა და გირჩევთ, რომ იჩქაროთ.

შოპოჰოლიკებო, წინ Tbilisi Mall-ისკენ!