Home Events

თბილისის მე-13 მოდის კვირეული საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და გამოხმაურებადი აღმოჩნდა.

ქართველმა დიზაინერებმა ერთმანეთისგან განსხვავებული, კონცეპტუალური და საინტერესო შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინებს.

მოდის ჟურნალისტების, კრიტიკოსების და სტუმრების განსაკუთრებული მოწონება ახალგაზრდა დიზაინერების გვანცა და ნინა მაჭარაშვილების ბრენდმა Mach & Mach დაიმსახურა და სრულიად ლოგიკურად.

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი Mach & Mach ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ელვის სისწარფით იზრდება ბრენდის ხარისხი და მომხმარებლის მოთხოვნა.

ახალგაზრდა საქმიანი ქალის სტილი, კოსტუმები, სწორი შარვლები, პორტფელის სტილის, “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის ორნამენტებით გაფორმებული პატარა ჩანთები, “პატარა შავი კაბა” და ორიგინალური დახვეწილი სტილის ფეხსაცმელები.  გოგონებმა კოლექციაში გამოიყენეს, როგორც მსოფლიო მოდის მთავარი ტენდენციები, ასევე წინა კოლექციაში გამოყენებული რამდენიმე დეტალი: წარწერებიანი სამოსი, ბრჭყვიალა ქსოვილი. მოკლედ ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ქალს მოსწონს ან უბრალოდ “LIKE 4 LIKE”,

 

შენ რას იტყვი?