Home Events

რამდენიმე წელია დიზაინერი თეონა გარდაფხაძე “ატელიე ინფორმალის” დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ კოლექციებს წარმოადგენს, თავისი ხაზით – TEYO.

ქალის ყოველდღიური პრაქტიკული სამოსი – ასე შეიძლება შევაფასოთ თეონა გარდაფხაძის შემოდგომა -ზამთარი 2014-ის კოლექცია, რომელიც მან თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა. განიერი პალტოები, ნაქსოვი ღუნღულა ჟაკეტები, ფართო შარვლები და ეს ყველაფერი ტენდენციურ, სპორტული სტილის ფეხსაცმელთან ერთად.

ძირითადი ფერები იყო ოქროსფერი, თეთრი და შავი.

დიზაინერს არ უსაუბრია კოლექციის იდეაზე, თუმცა წარმოდგენილი სამოსი თემატურად მსგავსი იყო, რამაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ფოტო: MiHail Photography

 

2 კომენტარი to this post
  1. მხოლოდ ანა შელია მომწონს მოდელებიდან ნინა ფოცხიშვილი ლამაზი არაა არც ეშხიანი ალბათ უფრო საინტერესო გარეგნობა აქვს და უცხო )) სხვა დანარჩენები ტიპიური ქართველი შავგრემნები არიან.

  2. აქ მოდელებზეა საუბარი თუ სტილზე? მოდელებისთვის არც შემიხედავს ვინ არიან. და კოლექცია მომეწონა.

შენ რას იტყვი?