Home Events

დიზაინერ სალომე ამანათიშვილს ქართული მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს. ის თავდაპირველად ინდივიდუალური დიზაინის ჩანთებს კერავდა, შემდეგ საქმიანობის არეალი გააფართოვა და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ხაზიც დაამატა.

SALLE DE MODE არის ადგილი, სადაც მოდა იქმნება შენთვის. სალომე ამანათიშვილის ინდივიდუალური და ორიგინალური სამოსი და ფეხსაცმელი, ყოველთვის გამორჩეულს გხდის. დიზაინერის ერთგვარ სავაზიტო ბარათად იქცა საკუთარ ნამუშევრებში ქართული ორნამენტების და დეტალების გამოყენება. მისი ბუტიკი კავსაძის ქუჩაზე კლიენტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.

სალომე ამანათიშვილის მიერ თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი შემოდგომა ზამთრის კოლექცია, ბევრი სხვა დიზაინერების ნამუშევრებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ თითოეული დეტალი ძალიან ინდივიდუალური და კარგად შესრულებული იყო. თუმცა დიზაინერმა ზუსტად გაიმეორა მთავარი ტენდენციები: შავი ფერი და ტყავის დეტალები.

ფოტო: MiHail Photography

 

შენ რას იტყვი?