Home Events

Ramone დიზაინერ რამაზო რომას ახალი ხაზია, რომლის შექმნის იდეა მას ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა.

ევროპული სილუეტი და აზიური ორნამენტებით გაწყობილი სამოსი თბილისის მოდის კვირეულზე წარსადგენად სტამბულში შეიკერა. კოლექცია საკმაოდ ძვირადღირებულია. წითელი, ლურჯი, მწვანე და თეთრი კაბები გაწყობილი მბრწყინავი თვლებით, რომელიც დიზაინერის აზრით, ყველა ქალისთვის საოცნებო სამოსია.

რენესანსის სტილში მოწყობილი პოდიუმი და რომანტიკული განათება რაღაც უფრო იდუმალის და საინტერესოს მოლოდინს აჩენდა. თუმცა დიზაინერმა ზუსტად უპასუხა იმ ბაზრის მოთხოვნებს, სადაც მისი სამოსი იყიდება. ესაა თურქეთი და დუბაი.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ორნამენტი იყო კარგად შესრულებული და მასალად გამოყენებული იყო კარგი ხარისხის ქსოვილები, ეს კოლექცია ოდნავ ძველმოდური მომეჩვენა.

რამაზო რომამ ფინალური ფორთოხლისფერი კაბის წარდგენა მოდის სფეროში ერთ დროს ძალიან პოპულარულ ირინა ონაშვილს ანდო.

ფოტო: MiHail Photography

შენ რას იტყვი?