Home Events

მარიამ მახარაძის ჩვენება ლამაზი, ლურჯი, წელში გამოყვანილი კაბით გაიხსნა. მას მოჰყვა ყვითელი ზედა, ჟოლოსფერი კაბა და სხვა სამოსი ცისარტყელას ფერებში.

კოლექციის თემა დედამიწა და ბუნების დაცვაა. აქედან მოდის კოლექციის სიჭრელე, რომელსაც ხელით შეღებილი, მუქი ლურჯი ზედები აწონასწორებს. სილუეტი ორგვარია: სწორი, სადა და მომრგვალებული – დედამიწის მსგავსად. ძირითადად გამოყენებულია თხელი მატერიები: აბრეშუმი, ჟორჟეტი, შიფონი.

კოლექციის საუკეთესო ნაწილად შეიძლება სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის ბოლო ორი კაბა ჩავთვალოთ, რადგან მთლიანად კოლექცია საკმაოდ სუსტია. აქსესუარებად გამოყენებულია დიდი ზომის მრგვალი ჩანთები, საკმაოდ პრაქტიკული თანამედროვე ქალისთვის. კოლექცია ზაფხულის და სიმსუბუქის სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, თუმცა ტექნიკური შესრულების მხრივ უკეთესს ვისურვებდით.

ფოტო: MiHail Photography

2 კომენტარი to this post
  1. მადლობა შეფასებისთვის,მაგრამ ერთ შესწორებას შევიტან,ქსოვილები :ნატურალური ხელით მოხატული აბრეშუმი ,ჟორჟეტი ,შიფონი.

შენ რას იტყვი?