Home Events

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი Mach & Mach ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ამავე პერიოდში გაიხსნა ბრენდის მაღაზია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში”.

როგორც მისი შემქმნელი დიზაინერები, გვანცა და ნინა მაჭარაშვილები აცხადებენ, ბრენდის შექმნის კონცეფცია და ინიციატივა უკავშირდება ხარისხიანი, ღირებული და მოდური პროდუქციის შექმნის სურვილს ქართულ ბაზარზე.

Mach & Mach-ს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა საქორწინო და საღამოს კაბების ხაზმა.

თბილისის მოდის კვირეული 2014-ის ფარგლებში ახალგაზრდა დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს, რომელიც შედგებოდა როგორც კლასიკური, საღამოს კაბებისგან, ასევე ყოველდღიური სტილის სამოსისგან.

ჩვენებაზე წარმოდგენილმა სამოსმა დამიტოვა შეგრძნება, რომ ეს არ იყო ერთი კონცეფციის და იდეის მატარებელი კოლექცია. თუმცა აღსანიშნავია გოგონების მონდომება, რომ თითოეული კაბა და დეტალი ყოფილიყო ნაზი და ჰაეროვანი, რაც საერთო ჯამში გამოუვიდათ კიდეც.

განსაკუთრებული მოწონება “№ 1” პრინტიანმა მაისურებმა დაიმსახურეს, რომელიც ჩვენების მომდევნო დღეს უკვე ეცვათ დამსწრე საზოგადოების წევრებს.

ფოტო: MiHail Photography

2 კომენტარი to this post
  1. მომეწონა კოლექცია. კარგია მართლაც და ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას.

შენ რას იტყვი?