ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება ბეწვეულით გაიხსნა. თეთრი და შავი ფერების კონტრასტს მოჰყვა ლურჯი პალტო დიდი თეთრი საყელოთი, შემდეგ პოდიუმზე მანიკა ასათიანი გამოჩნდა წითელი გიპიურის კაბით, რომელსაც გვერდებში ჩადგმული შავი ტყავის დეტალები აფორმებდა. სწორი სილუეტები წელში გამოყვანილმა კაბებმა შეცვალა “მზის” ტიპის ბოლოებით. მათ მოჰყვა შავი, ელეგანტური კაბები და ჭრელი, ორნამენტიანი ზედა-ქვედები.

კოლექციის პირველი ნაწილი უფრო მინიმალისტური იყო, შემდეგ კი შთაბეჭდილება დარჩა,რომ ორ სხვადასხვა კოლექციას ვადევნებდით თვალს. არც გამოყენებული მასალის ხარისხი ჩანს შესაბამისი, თუმცა ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაშიც ქართველი დიზაინერების უმეტესობას უწევს მუშაობა, ვერ მოვედავებით. ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ და მომავალ კოლექციას დაველოდოთ.

ფოტო: MiHail Photography