Home Events

თბილისის მოდის კვირეულის შემოდგომის სეზონი ახლადგანახლებულ ვარდების ბაღში ქართული მოდის ელიტის თანდასწრებით და “ატელიე კიკალას” ჩვენებით გაიხსნა.

მეორე კოლექცია გოლა დამიანმა (Dalood Group) წარმოგვიდგინა. პირველი, რამაც ყურადღება მიიპყრო, ღია ფერის ატლასის ნაჭერზე მფრინავი თეფშების ფერადი პრინტი იყო.

კოლექციის ძირითადი ფერები შავი, ნაცრისფერი და ცისფერი იყო. მუქი სამოსის გასაფორმებლად მოწითალი-მოსტაფილოსფრო კანტებია გამოყენებული.

კოლექციის ყველაზე საინტერესო ნივთი გამჭვირვალე მძივებით გაფორმებული ფარფლებიანი ბომბერი-ქურთუკია, საკმაოდ ქალური და ელეგანტური, ცოტათი ფრენის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ამ სიმსუბუქეს აწონასწორებს საკმაოდ მოცულობითი ფერადი, მაღალლანჩიანი ფეხსაცმელი.

სავარაუდოდ, გოლას სამოსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება შემოდგომაზე.

ფოტო: MiHail Photography

4 კომენტარი to this post
  1. ქუჩაში რა ლამაზი გოგოები დადიან, ტანი გინდა თუ სახე და ამ პოდიუმზე რა ჭირთ? :(
    არცერთი არ მომეწონა, განათების ბრალია თუ მაკიაჟის, ვერ ვხვდები… არადა მოდელები ქვიათ

  2. imdenad cudad aris saqartveloshi modis biznesi ganvitarebuli rom yvela lamazi gogo xvdeba ro aq ar mivides da ar miayenos sheurawyopa tavis tavs.. ))) amitom yvela lamazi quchashia yvela vitom lamazi saagentoshi ))

შენ რას იტყვი?