Home Events

გიორგი შაღაშვილი ქართველ დიზაინერთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა, ნიჭი და გამოცდილება. შესაბამისად არ იყო გასაკვირი, რომ თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მის ჩვენებას რეკორდული რაოდენობის ხალხი დაესწრო.

ეს არ იყო მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. ეს იყო კარგად დადგმული შოუ, სადაც ყველა კომპონენტი კარგად ნაფიქრი და გემოვნებით შერჩეული იყო: მუსიკა, განათება, მოდელები და ა.შ.

კოლექციის შექმნის ინსპირაცია დიზაინერისთვის აფრიკაში გატარებული პერიოდი იყო, თუმცა მიუხედავად აფრიკული სიჭრელისა შაღაშვილმა სამოსი ძირითადად შავ ფერში წარმოადგინა. ტყავის ქურთუკები და დეტალები, ნაქსოვი ჯემპრები, განიერი შარვლები და სწორი კაბები. თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი სხვა დიზაინერების კოლექციებთან შედარებით, კოლექცია ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მამაკაცის სამოსიც იყო წარმოდგენილი.

ფინალური კაბით პოდიუმზე თაკო ჩხეიძე გამოვიდა, რასაც დარბაზის აპლოდისმენტები მოჰყვა, მაგრამ შოუ ამით არ დასრულებულა. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ყველა მოდელი ერთად გამოვიდა მანათობელი აფრიკული ნიღბებით.

გიორგი შაღაშვილმა კიდევ ერთხელ შეძლო საზოგადოების მოხიბვლა და საკუთარი სამოსის შექმნისას ზუსტად უპასუხა ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებს .

ფოტო: MiHail Photography

 

3 კომენტარი to this post
  1. “რეკორდული სიმრავლის აუდიენცია” – ამ სიტყვების წაკითხვის მერე კითხვის გაგრძელების სურვილი სულ დამეკარგა. pink.ge რედაქტორი არ გყავთ?

შენ რას იტყვი?