Home Events

ავთანდილ ცქვიტინიძეს კარგად გამოსდის პატარა დღესასწაულების მოწყობა. მისი ბრენდის, AVTANDIL-ის ჩვენება ყოფილი რიტუალების სასახლის ულამაზეს ბაღში გაიმართა. სტუმრებს ჩვენებამდე სასიამოვნო სიურპრიზად ფურშეტი დახვდათ, ხოლო დადებითი განწყობის გაფუჭება წვიმამაც ვერ შეძლო.

AVTANDIL-ი წლების მანძილზე ასოცირდება ხარისხთან და გემოვნებასთან. არც ახალმა კოლექციამ გაგვიცრუა იმედი და კალის ჯარისკაცის ბავშვობის დროინდელ ზღაპარში გადაგვაფრინა. დიზაინერის თქმით, კოლექციაში ნაჩვენებია ქალი, რომელიც თავის მამაკაცს – ჯარისკაცს ელის. კაბები გაფორმებულია პატარა ჯარისკაცის გამოსახულებით, რომელიც  წინა წლის კოლექციის მსგავსად, ოლეგ ტიმჩენკოს ფუნჯს ეკუთვნის.

დახვეწილი და ელეგანტური კოლექცია ძირითადად შავ-თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი. სილუეტი ქალური, ქვიშის საათის ფორმის, ან სწორია. აქცენტი ფერადი ბუმბულების გაფორმებაზე და ფლორუსტულ-ორნამენტულ პრინტზეა. მოდელებს სამხედრო სტილის ფეხსაცმელი ჰქონდათ მორგებული და მოდურ იდილიას მხოლოდ ბაღის ბინადარი ფარშევანგების მოგუდული კივილი არღვევდა.

ფოტო: MiHail Photography

შენ რას იტყვი?