თუ გსურთ ზაფხულის მზიანი განწყობა თქვენს სახლში მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს, მაშინ გთავაზობთ მხიარულ დეკორის ელემენტებს, რომელიც შეიტანს სითბოს თქვენს სახლებში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ყვითელი დეკორი!

ლარნაკი

ცარიელი ან ყვავილებიანი – მნიშვნელობა არა აქვს ,ლამაზი ყვითელი ლარნაკი იქნება ყოველთვის ყურადღების ცენტრში. მოათავსეთ ის სასადილო მაგიდის ცენტრში, ან დაარღვიეთ ტრადიცია და გამოიყენეთ როგორც მაკიაჟის ფუნჯების, ფანქრების ან კბილის ჯაგრისების ჩასაწყობად.

ბალიში

ნათელ ჩრდილებიანი ბალიში. ნაცრისფერი და თეთრი ფერის ორნამენტები ავსებს ბალიშის დიზაინს. ესეთი სახის ბალიშები ნამდვილად გაახალისებს ნებისმიერ სავარძელს ან დივანს.

კარგი ფეხსაწმენდი

საყვარელი ჭილობი, ყოველთვის კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. თანაც არც გარეცხვა იქნება დიდი პრობლემა.

მხიარული წახემსება

 
გამოაცოცხლეთ საუზმე, ლანჩი და სადილი. შეცვალეთ ნეიტრალური დანა-ჩანგლის კომპლექტი – მზიანი ყვითელით.

სურათი

ეს მხიარული პრინტი მოუხდება საწოლ ოთახს, მისაღებს ან აბაზანას, თანაც
ბუს გაოსახულებები ხომ ასე პოპულარულია.

ყვითელი სკამი

ელეგანტური სკამი, სასადილოსთვის ან საწერი მაგიდისთვის შესანიშნავად შეეხამება ოთახს და ზაფხულის განწყობას შეგიქმნით.

წიგნის კარადა

შეიტანეთ მზიანი სტილი და გაალამაზეთ წიგნების კარადა ყვითელი დეტალებით, რომელიც თქვენს სახლს აავსებს დადებითი ენერგიით და მუხტით.