წარმოგიდგენთ 2013 წლის მოდურ ტენდენციებს. კაბები და ქვედაბოლოები ზაფხულის განუყოფელი და ყველაზე აქტუალური სამოსია. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება თუ როგორ მოდელებს, ფერებს და ფორმებს გვთავაზობენ წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები.

1. ფენები და ასიმეტრია

ეს ტენდენცია წინა სეზონის მსგავსად, ამ ზაფხულის ჰიტიცაა. დამახასიათებელი მაჩვენებლები: არათანაბრად აჭრილი ქსოვილები, ე.წ. “თევზის კუდი”, ავანგარდული შტრიხები, რამდენიმე ფენა ერთ ქვედაბოლოზე.

Antonio Berardi
Antonio Berardi
Balenciaga, Diesel Black Gold
Balenciaga, Diesel Black Gold
Carven
Carven
Derek Lam
Derek Lam
Diane Von Furstenberg, Carlos Miele, Brandon Sun
Diane Von Furstenberg, Carlos Miele, Brandon Sun
Emilio De La Morena
Emilio De La Morena
Giambatista Valli, Giorgio Armani
Giambatista Valli, Giorgio Armani
J.W. Anderson
J.W. Anderson
j.w. horz
j.w. horz
Jan Si
Jan Si
John Galiano
John Galiano
Milly, Philipp Plein, Mugler
Milly, Philipp Plein, Mugler
Titania Inglis
Titania Inglis
Wes Gordon
Wes Gordon

2. ფანქარი

ამ სტილის ქვედაბოლო მოდის და ტენდენციების ცვალებადობის მიუხედავად, მუდამ რჩება ნამდვილი ქალბატონების გარდერობის განუყოფელ ნაწილად. ქალს, რომელსაც მსგავსი ტიპის ერთი მოდელი მაინც აქვს, შეუძლია მშვენივრად გამოიყურებოდეს: ოფისში, წვეულებაზე ან თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Tory Burch, Roland Mouret, Rochas
Tory Burch, Roland Mouret, Rochas
Rochas, Gabriela Colangelo, Jeremy Scott
Rochas, Gabriela Colangelo, Jeremy Scott
Oscar de la Renta, N21
Oscar de la Renta, N21
MaxMara
MaxMara
Marissa Webb, Max Mara
Marissa Webb, Max Mara
Catherine Malandrino
Catherine Malandrino

3. გრძელი კაბები

ასევე მოდის ერთ-ერთი ტენდენცია კოჭებამდე გრძელი კაბები და ქვედაბოლოებია. მინდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი სტილის კაბები ყველანაირი აღნაგობის ადამიანს უხდება.  ასე რომ გოგონებო, ეს ტენდენცია ნამდვილად ყურადღების ღირსია.

Band of Outsiders, Damyller,Christian Westphal
Band of Outsiders, Damyller,Christian Westphal
Blumarine, Carolina Herrera, Dries Van Noten
Blumarine, Carolina Herrera, Dries Van Noten
Rochas, Alexis Mabile, Sachin, Babi
Rochas, Alexis Mabile, Sachin, Babi
Vivienne Westwood
Vivienne Westwood
Anastasia Lomonova
Anastasia Lomonova
Jean Paul Gaultier, Ralph Lauren, Giorgio Armani, Skait Taylor
Jean Paul Gaultier, Ralph Lauren, Giorgio Armani, Skait Taylor
Viktor&Rolf, Roksanda Llincic, Temperley London
Viktor&Rolf, Roksanda Llincic, Temperley London

4. კაბა-შარვალი

ჩემი საყვარელი სტილი: კაბის და შარვლის კომბინაცია. მოხერხებული, კომფორტული, პრაქტიკული და მართლაც რომ გემრიელი ჩასაცმელია კაბა-შარვალი. წელს კი მოდურ ტენდენციადაც შეინიშნება. როგორც ფოტოზე ხედავთ, წამყვანმა დიზაინერებმა სპეციალურად 2013 წლის კოლექციებისთვის შექმნეს კაბა-შარვლების თანამედროვე, მოდური და დახვეწილი მოდელები.

MGSM
MGSM
Issey Miyak, DKNY, Fendi, Dries Van Noten, Vivienne Tam, John Galiano
Issey Miyak, DKNY, Fendi, Dries Van Noten, Vivienne Tam, John Galiano

5. ტყავის ქვედაბოლო

ჩემდა გასაკვირად გაზაფხული-ზაფხულის ერთ-ერთ ტენდენციად ტყავის ნაჭერი მოგვევლინა სამოსში, თუმცაღა ამ ფოტოების გადათვალიერების შემდეგ ეჭვს ვერ შეიტანთ – ლამაზია. კომფორტულის რა მოგახსენოთ. ზაფხულის სიცხის გადატანა ტილოს ან აბრეშუმის ნაჭერში მირჩევნია.

BCBG Max Azria
BCBG Max Azria
Billy Reid, Carven
Billy Reid, Carven
Jason Wu
Jason Wu
Marissa Webb, Loewe, Oscar de la Renta, Derek Lam
Marissa Webb, Loewe, Oscar de la Renta, Derek Lam
Reed Krakoff, Simone Rocha
Reed Krakoff, Simone Rocha
Sachin Babi, Salvatorre Ferragamo
Sachin Babi, Salvatorre Ferragamo

მოდური კაბები გაზაფხული-ზაფხული 2013 კოლექციებიდან

პოპულარულ ტენდენციებთან ერთად ასევე აქტუალურია: მაქმანები, მოკლე და ჯინსის ქვედაბოლოები. ამ კოლაჟში ზოგადად 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის სხვადასხვა ჩვენებებიდან ამოკრეფილი ფოტოებია წარმოდგენილი.