მართალია ჯერ კიდევ ძალიან ცივი ზამთარია, მაგრამ ძალიან მალე მოვა ზაფხული. მოვა შილიფად ჩაცმის, გარუჯვის და ლამაზი სამკაულებისა თუ აქსესუარების მორგების დრო.

იმის თქმა მინდოდა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც სწორედ ასეთ ლამაზ აქსესუარებს ქმნიან. არა, ეს ადამიანი მე არ ვარ, მსგავს რამეებში  სრულიად უვიცი ვარ და თან ბონუსად – ‘დალტონიკი’.

ალბათ ყველამ იცით, რომ არსებობს სპეციალური მაღაზიები სადაც სხვადასხვა ნივთები იყიდება სამკაულების და აქსესუარების შესაქმნელად. ერთ მშვენიერ დღეს ჩემშიც გაიღვიძა ქალურმა საწყისებმა, საკუთარი თავის მიმართ სიბრაზემ, თუ როგორ ვერ ვიფანტაზიორებდი და ვერ შევქმნიდი რაიმე სამკაულს. წავედი მაღაზიაში, ვნახე უამრავი ნივთი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. შავ-თეთრის კომბინაციაც კი ვერ მოვიფიქრე, არათუ რაიმე განსაკუთრებული.

ამიტომ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი, სამკაულების დიზაინერი – ნინიკო გოგუა, ძალიან მაგარ რამეებს აკეთებს, გადავწყვიტე მისი ნიჭიერების  შესახებ  თქვენს მოგიყვეთ და  მისი ხელნაკეთი აქსესუარები გაგიზიაროთ. მითუმეტეს, როგორც უკვე ავღნიშნე, ძალიან მალე დავიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორი სამკაულები მოვირგოთ ზაფხულში.

მისი სამკაულები:

  • მოსახერხებელია როგორც ჯინსზე, ისე კლასიკურ სამოსზე;
  • ლამაზია, სადა და თანამედროვე;
  • პრაქტიკულია, როგორც ზღვის სეზონე ასევე სუსხიან ამინდშიც;
  • მოსაწონია ნებისმიერი სტილის მანდილოსნისათვის;

აქვე დავამატებ, რომ მე არ გადამიხედავს მოდური ტენეციებისათვის, უბრალოდ მომეწონა ეს სამკაულები და არ გადამიმოწმებია, რამდენად ჯდება ისინი ამ წლის მოდურ ტენდენციებში. მე ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზებია.

იმედია მოგეწონათ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ნინიკო გოგუა კიდევ ძალიან ბევრი ლამაზი სამკაულის ავტორია. ვფიქრობ, მე პირადად აუცილებლად შევიძენ მის რამდენიმე ნაკეთობას.