სწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოდური  და მორგებული სამოსი. ალბათ უკვე ნახე ჩვენი სტატია 10 პოპულარული საგაზაფხულო ტენდენციაზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ამ წლის ვარცხნილობათა ტენდენციებიც შემოგთავაზოთ.

ქერა

ამ სეზონის ტრენდი მაინც ქერაა. თუმცა ნუ დაგავიწყდება, რომ ეს ფერი მრავალ გრადაციას გულისხმობს. წელს ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდება.

  • ყინულივით ცივი ქერა გაზაფხულის ნაცრისფერ დღეებს გაახალისებს;
  • მოძრაობის შეტანაც შეიძლება ვარცხნილობაში. მიეცით თავისუფლება თქვენს ტალღოვან თმას.
  • ძალიან ღია ფერის ქერა მზიან დღეებს უხდება. შეგიძლია, წარბები მუქიც დატოვო, თუმცა, ზედმეტიც არ მოგივიდეს.
  • წამოზრდილი მუქი ფერის თმის ძირები ნუ შეგაშინებთ. წელს ესეც მოდურია.
  • თუმცა ამ სეზონის პოდიუმებზე ყველაზე პოპულარული ნატურალური, მუქი ფერის ქერაა. ამ ფერმა წლევანდელი მოდის კვირეულები დაიპყრო.
  • მერილინის მუქი ქერა და თაფლისფერში გარდამავალი ფერიც ძალიან მოდურია. რეტროს სტილის ვარცხნილობაც შეგიძლია, სცადო.
  • შეუხამე შენი ქერა თმა კონტრასტული ფერის ტუჩსაცხს: წითელს, ჟოლოსფერს. 2013 კონტრასტების წელია!
  • შეგიძლა, სცადო შუალედური ფერიც ყავისფერსა და ქერას შორის.
Blond
Blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
dark blond
dark blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond
blond

Warm

დიახ, ეს არც ქერაა, არც წითური, არც ყავისფერი. უფრო შუალედური ფერია, რომელიც გაზაფხულის წვიმიან დღეებს სიხალისესა და სიცოცხლეს შესძენს.

  • ითამაშე ფერებით: მოწითალო, რომელიც ყავისფერში გადადის, წითელი მოქერაო ბოლოებით… არჩევანი შენზეა.
  • ფიქრობ, რომ ნარინჯისფერი ცეცხლისფერი ელფერით მხოლოდ შემოდგომაზეა მშვენიერი? სცადე გაზაფხულზეც და დარწმუნდები, რომ მის მზეზე ელვარებას ვერაფერი შეედრება.
warm
warm

ყავისფერი

ყავისფერი კლასიკააა, პირველ ფოტოზე წარმოდგენილი ფერი კი ამ სეზონის უპირობო გამარჯვებული. ფერი სწორ, ბუნებრივ თმას ძალიან უხდება.

  • შეგიძლია, ფერი ცოტა გაამუქო. მოკლე თმაზე ყავისფერი ნამდვილად მშვენიერია.
  • სცადე გარდამავალი ფერიც, მაგალითდ ყავისფერი შედარებით ღია ბოლოებით.
  • შეურიე ყავისფერს ცოტა ჟღალი ტონები. მზეზე მშვენეირ ეფექტს მიიღებ.
  • რატომ არ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ბუნებრივი ყავისფერი ფერი ცოტა რუჯით? მზე თქვენს თმას განუმეორებელ და, თანაც, მოდურ ბზინვარებას შესძენს.
  • არ გინდა, ამინდზე იყო დამოკიდებული? შეიტანე ნათელი ფერები შენი თმის ფერში. ღია ყავისფერი და თაფლისფერი მართლაც იდეალურია.
brunet
brunet
dark blond
dark blond
brunet
brunet

 

შავი

  • მოცულობითი შავი თმა და ბობი მშვენივრად გამოიყურება ერთად.
  • შავ თმას სველი ეფექტიც უხდება. ოფისისთვიდ იდეალური ვარიანტია უკან გადავარცხნილი შავი თმა სველი ეფექტით.
  • თუ რაიმე განსხვავებული გინდა, შავის და მოწითალო ან მუქი თაფლისფერის კომბინაცია სცადე.