გაზაფხული უკვე იწურება და გადავწყვიტე დამშვიდობების გარეშე არ გამეშვა. ჩვენი საყვარელი ვარდისფერი წელს თურმე ძალიან აქტუალურია მოდი სამყაროში. New York-ის მოდის კვირეულზე ვარდისფერის გამა ძალიან ჭარბობდა. ვარდისფერი იმდენად მოხვდა ყურადღების ცენტრში, რომ  ცნობილმა ბრენდებმა სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები გამოუშვეს ამ ტონალობაში. ჩვენი ონლაინ ჟურნალის ფერი გამოდის, რომ წელს გაზახულის აღიარებული ფერია!

რაც შეეხება ვარდისფერ ტონალობას მაკიაჟის შემთხვევაში, სხვადასხვა ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. მაგალითად, ტუჩსაცხი ძალიან მყვირალა ვარდისფერი და თვალებზე ღია ლიმნისფერი, ან ღია სალათისფერი. ან უბრალოდ ღია ვარდისფერში გადაწყვეტილ მაკიაჟზე შევჩერდეთ.  რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ვარდისფერი რუჟი, რომელიც კიდევ უფრო ახალისებს ქალის სახეს.

სხვათაშორის პირველად ბაცი ვარდისფერი Yves Saint Laurent-მა გამოიყენა. ის გამოირჩეოდა თავისი საპატაჟური გამოსვლებით, რის გამოც მოგვიანებით დაითხოვეს კიდევაც დიორის მოდის სახლიდან. სამაგიეროდ ამ უსიამოვნების ხარჯზე, ხაზმა კიდევ უფრო გაითქვა სახელი.

გაილამაზეთ ცხოვრება, იყავით მუდამ ლაღი და უყურეთ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით, ან უბრალოდ ხშირად ეწვიეთ ჩვენს გვერდს!

tumblr_mmhxh1ubv51spgp00o1_500tumblr_mjexbmBHtV1r779qqo1_1280tumblr_m2zma1XtlQ1qf4doto1_1280tumblr_mlelr56rxj1r779qqo1_1280tumblr_mlxl5oV02I1rxkfm7o1_1280tumblr_mkad6041Ym1qcakyqo1_1280tumblr_ml09kiSKXg1qek03po1_1280 (1)tumblr_mm159pSQZS1rc3vpwo1_250tumblr_mfrz2gozY61ruircro1_1280tumblr_mmhxmcKRUH1s9qoroo1_500tumblr_mm4tmv9R041r779qqo1_1280tumblr_mmfq6pUmY81rc3vpwo1_500