დღეს სათვალე უკვე მოდურ აქსესუარად იქცა, ნაირ-ნაირი ფერის, ფორმის და ზომის ჩარჩოების არჩევანი ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ მოსაწონი მოდელი შეარჩიოს. ზოგიერთი მას აქსესუარადაც კი ხმარობს, იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა.

იმისათვის, რომ ჩარჩოს არჩევა და შემდეგ იდეალურად მორგება არ გაგიჭირდეს, რამდენიმე პატარა ხრიკი უნდა იცოდე.

სახის ფორმა

შენი სახის ფორმას ყველა ტიპის ჩარჩო არ მოუხდება, ამიტომ, არჩევანის გაკეთებისას ეს უნდა გაითვალისწინო.

  • სახის მრგვალი მოყვანილობა – ოთხკუთხა ჩარჩო, განიერი ან ვიწრო, სახეს უფრო მოგრძოს გამოაჩენს.
  • სახის ოთხკუთხედი მოყვანილობა – განიერ შუბლს კარგად დააბალანსებს ოვალური ან მრგვალი ფორმის ჩარჩო.
  • სახის ოვალური მოყვანილობა – სახის ასეთ მოყვანილობას თითქმის ყველა ტიპის ჩარჩო უხდება
  • გულისებრი მოყვანილობის სახე – ეცადე ისეთ ჩარჩოებს აარიდო თავი, რომლებიც ქვედა მხარეს უფრო ვიწროა

მას შემდეგ, რაც ჩარჩოს ფორმას შეარჩევ, დარწმუნდი, რომ სათვალე ცხვირზე კომფორტულად “გაზის” და არ გტკენს.

ამოძრავე თავი ზემოთ-ქვემოთ, რათა დარწმუნდე, რომ სათვალე ძირს არ გიცურდება. ამ დროს ის საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს.

თვალის მაკიაჟი

მკვეთრი მაკიაჟი, მუქი კონტური და ჩრდილები ძალიან ეფექტურია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს სათვალე ემატება, რომლის ჩარჩოც თვალებზე აკეთებს აქცენტს, ეს შეიძლება მეტისმეტი იყოს. იმის მაგიერ, რომ მუქი შავი  მაკიაჟი გაიკეთო, უპირატესობა მუქ   ნაცრისფერ ან ლურჯ ტონებს მიანიჭე, რომელსაც თვალის ქუთუთოს გარეთა კიდეში წაისმევ და შემდეგ ფუნჯით მიცემ  “Smokey eyes” ეფექტს.

წარბის ეფექტი

ყოველთვის მოიწესრიგე წარბები, რადგან სათვალის ტარებისას ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. მიეცი მათ ლამაზი მოყვანილობა, დავარცხნე სპეციალური სავარცხლით და საჭიროებისას წარბის ფანქარიც გადაისვი მსუბუქად.