ხვალ, 13 ნოემბერს Victoria’s Secret 2014 წლის შოუ გაიმართება, რომელიც რიგით მეთვრამეტეა ბრენდის ისტორიაში. Victoria’s Secret შოუ წლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და სექსუალურ მოვლენად მიიჩნევა და ნებისმიერი ადამიანი მოუთმენლად ელის.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ წლევანდელ შოუში ტეილორ სვიფტი და Fallout Boy იმღერებენ. სანამ მომღერლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა, ფიქრობდნენ, რომ one direction გაუძღვებოდა შოუს.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია წამყვანი ანგელოზების სია, რომლებიც ხვალინდელი შოუს პოდიუმს დაიპყრობენ და არამარტო პოდიუმს – თითოეული მაყურებლის გულს. ეს მოდელები არიან ყველასთვის საყვარელი: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ქენდის სვენპოლი, კარლი კლოსი, რომელსაც სულ რაღაც ერთი წელია ანგელოზის სტატუსი მიანიჭეს, ბეჰატი პრინსლო, დოუთზენ კროსი, ლინდსი ელინგტონი და ლილი ოლბრიჯი.

წლევანდელ შოუში მილიონიან ბიუსტჰალტერს ქენდის სვენპოლი მოირგებს. შეგახსენებთ, გასულ წელს მილიონიანი ბიუსტჰალტერი მირანდა კერს ამშვენებდა, რომელიც წლევანდელ შოუში არ მიიღებს მონაწილეობას და კომპანიასთანაც გაწყვიტა კონტრაქტი. მოდელმა მიზეზად შვილისთვის მეტი დროის დათმობა დაასახელა.

ყვითელ პრესაზე დაყრდნობით 2014 წლის შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ ბრიტანელი სუპერმოდელები ჯურდან დუნი და სარა დელევინგი.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია წამყვანი მოდელების კოსტუმები, რომლითაც ხვალინდელ შოუში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე რამდენიმე ესკიზი.