წელს ნაქსოვი ისევ მოდაშია. შეგვიძლია მოვიმარჯვოთ ძაფი და საქსოვი ჩხირები და ჩვენი ხელით მოვიქსოვოთ მოდური აქსესუარები. მაგრამ თუ ეს არ გვეხერხება, მაშინ ონლაინ შოპინგს უნდა მივმართოთ და  ცივი ზამთრისთვის მოვიმარაგოთ:

თითებზე გადაჭრილი ხელთათმანები

www.amazon.com

წელს ასე მოდური ბუს პრინტით,   ხელთათმანი-ტრანსფორმერი ნაზი კრემისფერი, თოვლის თემატიკის ნაქსოვით amazon. com-იდან. შენი ხელები ნამდვილად იმსახურებენ იმას, თბილი და ფუმფულა ხელთათმანები ჩააცვა.

შარფი ყელის დასათბუნებლად

12$. www.forever21.com

მაგალითად, უბრალო თეთრი ნაქსოვი შარფი forever21-დან, რომელიც თეთრ  და შავ ფერებშია წარმოდგენილი.

თბილი, ნაქსოვი ჟაკეტი ოფისისთვის

32.49$ www.oldnavy.com

მე ძალიან მომწონს ეს ნაზი კრემისფერი უზორებით ნაქსოვი ჟაკეტი ოფისისთვის  Old Navy-სგან. კრემისფერის გარდა, არის ვარდისფერი, შავი, ნაცრისფერი და ლიმონისფერი მოდელები.

გრძელკალთებიანი ჟაკეტი

$54.94. www.oldnavy.gap.com

თუ შენ სავარძელში მყუდროდ ფეხის მორთხმა და რამეში გახვევა გიყვარს, ეს ნეიტრალური, შავ-თეთრი ფერის, გრძელკალთებიანი ჟაკეტი აუცილებლად მოეწონება.

ორიგინალური სვიტრი ოფისისთვის

£69.00. www.asos.com

საინტერესო  დეტალებით გაფორმებული სვიტრი თეთრ, შავ და ვარდისფერ ფერებში asos. com-ისგან ხალისიან ფერებს და პოზიტივს შეიტანს შენი ოფისის ატმოსფეროში.

ნაქსოვი კაბა

Sale $69.50. www.victoriassecret.com

ორიგინალური ნაქსოვი, ნეიტრალური ფერი, მაღალი, განიერი საყელო – ასე გამოიყურება კაბა  Victorias Secret-ისგან, რომელიც შეიძლება ჩაიცვა როგორც ოფისში, ასევე წვეულებებზე. დაუმატე კაბას ლამაზი ხელჩანთა, მაღალი ქუსლები, ორიგინალური ქამარი და სამაჯური და გამოსასვლელი ჩაცმულობაც მზადაა.

როცა გარეთ დიდი ხნით ყოფნა გვიწევს

35.00$. www.oldnavy.gap.com

სათხილამურო სეზონზეც რომ ვიგრძნოთ თავი ლამაზად და მიმზიდველად, ეს ფერად-ფერადი, ერთდროულად თბილი და ლამაზი სვიტრები დაგვეხმარებიან oldnavy-სგან. მწვანე, ნაცრისფერი ან ხასხასა ვარდისფერი თუ მოგწონს, შეგიძლია ამ ლინკზე გადახვიდე და თამამად შეუკვეთო სასურველი ფერის სვიტრი.