შოპინგი აღმაშენებლის გამზირზე (#112) მდებარე Suiteblanco–ში, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თბილი გარემო, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი, გემოვნებიანი მუსიკალური გახმოვანება დაბალ ფონზე, რომელიც საშუალებას გაძლევს აუჩქარებლად დაათვალიერო კოლექცია და მიიღო სიამოვნება.

შეგიძლია თვალი გადაავლო ჩვენს რჩეულ პროდუქციას.

Suiteblanco სამი სართულისგან შედგება. პირველსა და მეორე სართულზე ახალ კოლექციაზე ფასდაკლებებია. მესამე სართულზე კი აქსესუარები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმების კუთხეა. რაც შეეხება ფასებს, ხარისხის შესაბამისია. ჩემი ზომის კაბაც შევარჩიე (xs), რაც ძალიან გამიკვირდა.

ძალიან ლამაზი ფერადი კაბა: 99 ლარი.

გარუჯულ სხეულს განსაკუთრებით მოუხდება ეს ფირუზისფერი კაბა: 69 ლარი

ჩემი ზომის ვარდისფერი კოქტეილის კაბა: 89 ლარი

ჯინსის კომბინიზონი: 89 ლარი

თეთრი მაისური: 69 ლარი

მიიღე სიამოვნება შოპინგისგან, შეიარე Suiteblanco–ში, ხელცარიელი ნამდვილად ვერ გამოხვალ. საღამოს თუ წვეულება იგეგმება და არ იცი რა ჩაიცვა, კაბების კარგი არჩევანი დაგხვდება. თუ ზღვაზე მიდიხარ და ახალი ფერადი საცურაო კოსტიუმი გჭირდება, მესამე სართულზე გელიან. ასე რომ იჩქარე, სანამ სპეციალური აქციები გრძელდება.

XOXO თქვენი შოპოჰოლიკი.