გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გადავწყვიტე შოპინგ სეზონი გამეხსნა და რა თქმა უნდა, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მაღაზიას – River Island–ს ვესტუმრე. იქაური გარემო ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს: მრავალფეროვანი და ინდივიდუალური სტილი გაძლევს საშუალებას იპოვო საკუთარი თავი. მაღაზიაში ახალი კოლექცია დამხვდა და ძალიან ბევრი რამ მომეწონა.

ჩემი რჩეული

ჯინსის კაბა – 155 ლარი; ყელსაბამი – 49 ლარი.

კარგი არჩევანი წვეულებისთვის

კაბა – 89 ლარი; ყელსაბამი – 75 ლარი.

ყოველდღიური ჩაცმულობისთვის

ზედა – 69 ლარი; ჯინსის შარვალი – 135 ლარი.

ძალიან მოვიხიბლე ახალი კოლქციის ფეხსაცმელებით. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ყველაფერს თვალი აარიდო.

თუ XS ზომის ტანსაცმელს ატარებ, ე.ი არჩევანი თითქმის არ გაქვს, თუმცა River Island–ის ბავშვების განყოფილება სწორედ შენთვის არის შექმნილი. დიზაინი იმდენად დახვეწილია, რომ შენთვის მოსაწონ ტანსაცმელს აუცილებლად წააწყდები. ალბათ მიხვდი, რომ ფაქტობრივად ჩემი საიდუმლო გაგანდე.

საბავშვო (ჩემი) სექციიდან

პრინტიანი კაბა – 69 ლარი; კოპლებიანი ჯინსის კაბა – 55 ლარი.

XOXO თქვენი შოპოჰოლიკი!