Home სტილი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელი ივლისია, შოპოჰოლიკებისთვის დაბრკოლება არ არსებობს, ასე რომ ჩემი ყურადღება ქართველმა, დამწყებმა დიზაინერებმა მიიქციეს. ბარნოვის 45/41, მაღაზია co.mode–ს ვესტუმრე. სასიამოვნოა, რომ მიუხედავად ჩვენი პირობებისა, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს სილამაზეს ქმნიან. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თოთოეულმა სამოსმა, აქსესუარმა თუ ფეხსაცმელმა.

მყუდრო და სასიამოვნო გარემო. ორიგინალური და განსხვავებული დიზაინი, შეხამებული სამოსთან და აქსესუართან – ყველაფრით მოვიხიბლე. მინდოდა ყველაფერი მომერგო.

რა თქმა უნდა, ტრადიცია არ დავარღვიე და მეც ვიპოზიორე.

შავი კაბა ტყავის გაფორმებით: 155 ლარი (ანი ცინცქილაძე, “TANI”)

შავი ქვედაბოლო: 85 ლარი (co.mode) თეთრი ზედა გვირგვინით: 90 ლარი (ნენე დავლიანიძე)

ყვითელი მოსაცმელი: 135 ლარი (co.mode) ტულეთი გაწყობილი ყვითელი კაბა: 290 ლარი (ატელიე მაჩაბელი)

50268

ყვავილებიანი პრინტით გაწყობილი კაბა: 195 ლარი (ატელიე მაჩაბელი) ყელსაბამი: 40 ლარი (მაია თვალაძე)

ჩანთა: 175 ლარი (სალომე სვანიძე) ყელსაბამი (თამრი, Tamri Hand Creations)

ძალიან დიდი მადლობა მაღაზია co.mode-ს და იქ შეკრებილ ქართველ დამწყებ დიზაინერებს, რომ ასეთი ლამაზი და განსხვავებული შოპინგ დღე მქონდა. მადლობა, რომ აფერადებთ ჩვენს შავ–თეთრ გარდერობს.

მე კი არ მომეცა საშუალება ბოლომდე მეჩვენებინა ყველა დიზაინერის ნამუშევარი, შესაბამისად აუცილებლად უნდა ესტუმრო co.mode-ს. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება.

წარმატებებს ვუსურვებ დამწყებ დიზაინერებს!

XOXO თქვენი შოპოჰოლიკი!!

Review overview
ხარისხი
ფასები
მომსახურება
ავტორი
PaWu
ბლოგერი, ფსიქოლოგი, ვარდისფერი სახლის პატარა წევრი. paaawu.wordpress.com
4 კომენტარი to this post
  1. უფრო ხელმისაწვდომ ფასებშიც არის რაღაცეები. :) ჩემთვისაც ძვირი სიამოვნებაა თუმცა, ხანდახან შეიძლება საკუთარი თავიც გაანებივრო! :)

  2. მომეწონა კარგია და საერთოდაც შევამჩნიე რომ გემოვნებიანი თაობა წამოვიდა და ეს ძალიან კარგია.

შენ რას იტყვი?