Home სასარგებლო რესურსები

ჩვენს ბევრ საყვარელ მკითხველს პინკ.ჯი-ს მაღაზიაში არსებული საქონლის შეძენა სურს და ამ პოსტში შევეცდები დაწვრილებით ავხსნა და გაგარკვიო amazon.com-იდან გამოწერის დეტალებში.

თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდე Amazon.com-ის ვებ-გვერდზე. ამისათვის უნდა ესტუმრო www.amazon.com ვებ-გვერდს. მარჯვენა ზედა კუთხეში ნახულობ Hello. Sing In Your Account წარწერას, მიგყავს მასთან კურსორი და აჭერ Start here-ს.

რეგისტრაციის გრაფებში უნდა მიუთითო:

  • სრული სახელი და გვარი, როგორც პასპორტში ან პირადობაში გიწერია.
  • აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლიც ჩაწერასაც განმეორებით მოგთხოვს.
  • მობილური ტელეფონის ნომრის ჩაწერა არ არის სავალდებულო, მაგრამ თუ ჩაწერ, გაითვალისწინე ქვეყნის კოდი +995.
  • შექმენი უნიკალური პაროლი და დააჭირე ყვითელ create account ღილაკს.

შენი ანგარიში ამაზონზე შექმნილია. ახლა უნდა შეავსო:

  • საკრედიტო ბარათის მონაცმები,
  • საკრედიტო ბარათის რეგისტრაციის მისამართი – Billing address
  • და ანამათის მიღების მისამართი – Shipping Address.

ბარათის მისამართს ბანკში გეტყვიან ან გაიხსენე ბარათის აღებისას სავარაუდოდ იმ მისამართს მიუთითებდი, რომელიც პირადობის მოწმობაზე გაქვს აღნიშნული. აქვე მიუთითებ შენი საშოპინგო ბარათის ნომერს – Credit or debit card number, ბარათის მფლობელის სახელსა და გვარს – Cardholder’s Name, რომელიც აღნიშნულია ბარათზე და ბარათის ამოწურვის თარიღს Expiration Date.

 

რაც შეეხება Shipping (“მიმღებ”) მისამართს, შენს მიერ არჩეული გადამზიდის მისამართი უნდა მიუთითო, შენი „ოთახის“ უნიკალური კოდით, რომელსაც გადამზიდი მოგანიჭებს მათთან დარეგისტრირებისას.

ამანათის ჩამომტანი კომპანიები მრავლადაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, მაგალითად Bestex.ge, Camex.ge, get.ge, vovovo.ge, getit.ge და მრავალი სხვა. Amazon.com შენს შეკვეთას მიიტანს არჩეული გადამზიდის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ გადამზიდი ჩამოიტანს მას საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც განისაზღვრება ამანათის წონით ან მოცულობით. გადამზიდის პირობებსა და გამოწერის წესებს ყურადღებით გაეცანი თითოეული მათგანის გვერდზე.

დღევანდელი კონკურენციის პირობებში, მინიმალური გადასახადი წონაზე არის $6,75/კგ.

Amazon.com-ზე ყიდვისას გამოგადგება მინიმუმ Visa Classic / MasterCard Standard ან უფრო მაღალი ტიპის ბარათი.

უსაფრთხოების მიზნით ძალიან გირჩევ აიღო ცალკე ბარათი ონლაინ შესყიდვებისათვის.

მოსახერხებელია იმავე ბანკში, მაგალითად, სადაც გერიცხება ხელფასი ან გაქვს საკრედიტო ხაზი და ონლაინ ბანკინგის მეშვეობით ყოველი შეძენის წინ გადარიცხო შესაბამისი თანხა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო სახელფასო თუ საკრედიტო ბარათი პირდაპირი შეძენისათვის.

ავტორის შენიშვნა: პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ თი-ბი-სი ბანკის iCard ბარათით და გადამზიდი კომპანიით Camex.ge

ახლა გადმოდი პინქჯის ჩვენს მაღაზიაში. შეარჩიე სასურველი ნივთი და გადადი საქონლის აღწერილობაზე ბმულზე დაწკაპუნებით. აარჩიე საქონლის ზომა, ფერი, მოცულობა თუ სხვა შენთვის სასურველ ნივთის დამახასიათებელ დეტალი და დააჭირე Add to Shopping Cart (“დაამატე კალათას”) ყვითელ ღილაკს.

განაგრძე მსგავსი სქემით სხვა სასურველი ნივთების დამარტება. თუ მზად ხარ შეკვეთის გასაფორმებლად, დააჭირე Proceed to checkout (“განაგრძე შეძენის გასაფორმებლად”) ყვითელ ღილაკს.

შედეგად გადახვალ ამაზონის გვერდზე, რომელიც ცალკე ფანჯარაში გაიხსნება. არჩეული პროდუქტი დამატებულია შენს კალათაში, დააჭირე ღილაკს Continue თუ ფიქრობ, რომ დაასრულე არჩევა. შენ აღმოჩნდები Shopping Cart-ში ანუ შენს კალათაში სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა ის ნივთი, რომლის შეძენასაც გეგმავ. კარგად გადაათვალიერე ზომები, ფერები და შემდეგ დააჭირე მაჯრვნივ, ყვითელ ღილაკს Proceed to Checkout, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ გვერდზე უკვე შეძენას განახორციელებ.

 

ამ ეტაპზე შენ მოხვდები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გვერდზე და ყურადღება გმართებს.

შეძენის დადასტურებამდე კარგად გადახედე ყველა მონაცემს. ზედა მარცხენა მხარეს, Shipping Address-ში მითითებულია თუ არა სწორად გადამზიდის მისამართი შენი „ოთახის“ უნიკალური ნომრით. მარჯვენა მხარეს ნახავ თანხებსა და წითლად აღნიშნულ საბოლოოდ გადასახდელ თანხას. სადაც შესაძლებელია მონიშნე FREE Shipping, რაც გულისხმობს ამერიკის მისამართამდე ამანათს უფასოდ მიტანას. თუ ყველაფერი სწორია და გაკმაყოფილებს, შენი ბოლო ნაბიჭია დააჭირო ღილაკს Place your order და შეძენაც დასრულებული იქნება.

რეგისტრაციისას მითითებულ ელ ფოსტაზე მოგივა შენაძენის დამადასტურებელი წერილი და ანგარიშ-ფაქტურა. ინტერნეტ ბანკინგში აისახება ჩამოჭრილი თანხა და თუ სმს ბანკინგიც გაქვს ჩართული (რაც ძალიან მოსახერხებელი და ინფორმატიული რამ არის), მოგივა მესიჯი თანხის ჩამოჭრის შესახებ. რამოდენიმე დღეში შენი ამანათი გაიგზავნება გადამზიდის მისამართზე და შესაბამისი შეტყობინებაც მოგივა ფოსტაზე. წერილში აღნიშნული იქნება შენი ამანათის tracking number – ამანათის უნიკალური კოდი, რომლითაც თვალყურს ადევნებ მის გადაადგილებას გამყიდველი ადგილიდან გადამზიდის მისამართამდე. შემდეგ გადამზიდი ჩამოიტანს შენს ამანათს საქართველოში. ამანათის “თრექინგ” ნომრით შეძლებ მარტივად გაარჩიო რომელი ამანათი მივიდა გადამზიდი კომპანიის საწყობში და რომელი ამანათი უნდა დაადეკლარირო შესაბამისი მონაცემებით. ჩამოტანის საფასურის გადახდა ხდება უშუალოდ გადამზიდთან მის მიერ შემოთავაზებული პირობებით. ამ პირობებს შეგიძლია გაეცნო მათ ვებ გვერდებზე ან სატელეფონო მომსახურების ცენტრებში.

ავტორის შენიშნვა: თანდართული სურათები მხოლოდ მაგალითისთისაა მოყვანილი და მათში აღნიშნული მისამართები, სახელები და სხვა მონაცემები ფიქტიურია. 

სასიამოვნო შოპინგს გისურვებ!

მსგავსი სტატიები

შენ რას იტყვი?