Home სტილი

ამჯერად ჩემი შოპინგ დღე ALCOTT–მა მოიცვა. ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების იტალიური, ახალგაზრდული ბრენდი თავისუფალ და თანამედროვე სტილთან ასოცირდება.

ადრე ALCOTT–ის უფრო ხშირი სტუმარი ვიყავი, მაგრამ მერე ჩაცმულობის სტილი შევიცვალე და დიდი ხანია აღარ გამივლია. ამჯერად რუსთაველის 42ში შევირბინე. მომეწონა ის, რომ უფრო ფერადი და თანამედროვე ხაზი აღმოვაჩინე. თუ შენს გარდერობშიც მუქი ფერის ტანსაცმელი ჭარბობს, ის დროა, ალკოტში შეიარო და ჩაცმულობა გაახალისო. ჩემი კარადა თანდათანობით ფერადდება, რაც ძალიან მიხარია.

ესეც ქალების ორიგინალური გასახდელი:

არჩევანი შემდეგ სამოსზე შევაჩერე:

  • ქურთუკი 38.99 ლარი.
  • მაისური 40.99 ლარი.
  • კომბინიზონი 88.99 ლარი.

მომსახურე პერსონალმა შესვლისთანავე ყურადღების ცენტრში მაგრძნობინა თავი. მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც საქართველოში იშვიათად ესმით. ALCOTT-ში მუსიკალური ფონიც კი კარგ განწყობას გიქმნის.

სამწუხაროდ, ზუსტად ჩემი ზომის ვერაფერი ვნახე, ალბათ გამიგებ, თუ XS-ს ატარებ. მიუხედავად ახალი კოლექციისა, ზომები უკვე იწურება, ასე რომ თუ რამეს დაადგი თვალი, გირჩევ მალე ესტუმრო რუსთაველის 42 ნომერს.

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ! თქვენი შოპოჰოლიკი…

Review overview
ფასები
ხარისხი
მომსახურება
ავტორი
PaWu
ბლოგერი, ფსიქოლოგი, ვარდისფერი სახლის პატარა წევრი. paaawu.wordpress.com
3 კომენტარი to this post
  1. raviicii mee yvelaaze kargii viicii magaziaaa 309 aaa qarvaslashi mesdsamee saartuli yvelanaairii stili ferii da zoomaa aavqqtt, xarsiisxshi ewviicc ar shegeeparooott tuurqetiidan chamoaqqqvt daa faseebicc sauketesoo ;))) <3

შენ რას იტყვი?