ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად თბილი შარფებიც ჩნდება გარდერობში. შარფი არის მოდური აქსესუარი, რომელიც ზამთრის დადგომასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება.

შარფს ორი მთავარი ფუნქცია აქვს. პირველი – ის, რომ გაგვათბოს და მეორე – შეესაბამებოდეს ტანსაცმელს.  მე ვფიქრობ, რომ მეორე ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია. ლამაზ შარფს ნამდვილად შეუძლია გაქციოს უფრო მოდურად და მიმზიდველად. ალბათ გაინტერესებს როგორ შეარჩიო შარფი, ისე რომ თბილიც იყოს და ამასთანავე შენს სტილსაც უხდებოდეს.

როგორ ავარჩიოთ სწორად შარფი

1.  აირჩიე შარფი შენი  ზამთრის ქურთუკის შესაბამისად, შეუხამე ფერები ერთმანეთს. თუ   შავი ფერის ქურთუკი გაქვს, მაშინ ნებისმიერი ფერის შარფი გამოგადგება.

2. აირჩიე ისეთი ქსოვილი, რომელიც შენთვის მოსახერხებელია და არასასიამოვნო შეხების ეფექტს არ იძლევა, აირჩიე რბილი ქსოვილის შარფი, რომელიც კანს არ გააღიზიანებს.

3. ყურადღება მიაქციე, რომ შარფი იყოს სქელი და თბილი, რათა სიცივეში ყელი თბილად იყოს და არ გაცივდე. გარდა ამის შარფის სიგანე სრულად უნდა ფარავდეს კისერს.

4. იყიდე ისეთი სიგრძის შარფიმ რომელიც პროპორციული იქნება შენი ქურთუკის, შარფი არ უნდა იყოს ქურთუკზე გრძელი. თუ შარფს არჩევ ელეგანტური პალტოსთვის ან ჟაკეტისთვის, მაშინ მოკლე ბეწვის შარფი საუკეთესო ვარიანტია. განსაკუთრებით თუ ბეწვი მელიისაა.

წელს დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ მუქი ფერის შარფებს.

აქტუალურია: ნაქსოვი, ცხოველის პრინტი და ფოჩებიანი შარფები.  მაგრამ ძალიანაც ნუ დაუჯერებ დიზაინერებს, ატარე ის რაც ყველაზე მეტად გიხდება.