ბევრი ფიქრის შედეგად, შოპინგის სვეტის პირველი სტატიისთვის, რუსთაველის N52-ში მდებარე მაღაზია “Shana”-ს ვესტუმრე.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ერთი შეხედვით მათი პროდუქტი ტენდენციურად და მოდურად მომეჩვენა და საბედნიეროდ არც შემცდარვარ. “Shana” ესპანური ბრენდია, იგი გათვლილია ძირითადად 16-45 წლამდე მომხმარებლის სეგმენტზე, რომელიც მოდის აქტიური მიმდევარია. ამჟამად მაღაზიაში ნახავთ შემოდგომა/ზამთრის კოლექციასთან ერთად, ზაფხულის კოლექციის “ნარჩენებსაც”, ზოგიერთ მათგანზე კი 20 % ფასდაკლება ვრცელდება. თუმცა დამიჯერეთ, ფასდაკლების გარეშედაც საკმაოდ დაბალი ფასებია.

თუ თქვენ ამ მაღაზიის აქტიური მომხმარებელი გახდით, იცოდეთ რომ ისინი უახლოეს მომავალში გაფართოებას და ფილიალების გახსნასაც გეგმავენ.

ახლა კი, იხილეთ “Shana”-ს პროდუქცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენში დიდ მოწონებას დაიმსახურებს:

პირველ რიგში, მარტივად რომ მივაგნოთ ტერიტორიულად, გეტყვით რომ იგი მდებარეობს “McDonald’s”-თან ახლოს, სადაც კიბეზე ნამუშევრებია ხოლმე გამოფენილი.

ძალიან დამაინტერესა, თუ რა იყიდებოდა ყველაზე მეტად ამ სეზონზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე გაყიდვადი მოდური სვიტერები, ჩექმები და კაშნეებია.

ამ ბოლო დროს კი მოდურობის მაჩვენებლად, თვითონ ტანსაცმელთან ერთად გემოვნებიანი აქსესუარების ტარებაც ითვლება.

კითხვას ნამდვილად არ საჭიროებს ის, რომ კარგი ჩანთისა და ფეხსაცმლის ტარება დიდი პლიუსია.მაღაზია “Shana” გვთავაზობს ჩანთებსა და ფეხსაცმლებს (ისევე როგორც სხვა დანარჩენს) ძალიან დაბალ ფასად, დამეთანხმებით რომ თბილისში ძნელია გემოვნებიანი ფეხსაცმლისა და ჩანთის მისაღებ ფასებში შეძენა.

უკვე დიდი ხანია გამალებით ვეძებ, კარგ ზედებს.ამ მაღაზიის აღმოჩენის შემდეგ, ვაპირებ რომ თავისუფალ დროს მოვიცალო შოპინგისთვის და მნიშვნელოვანი შენაძენი გავაკეთო.

იმედი მაქვს, რომ თქვენც ჩემნაირ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამ მაღაზიას დალაშქრავთ.

შემდეგ პოსტს კი მერწმუნეთ, სამკაულების და სხვა აქსესუარების მოყვარული, საუკეთესო ხარისხს შეჩვეული ჩვენი მომხმარებელი მოუთმენლად უნდა დაელოდოს.