კაშნეს ტარების მაგალითები

კაშნე, თავსაფარი, შარფი….

ამ აქსესუარის სტილთა უამრავი რაოდენობა არსებობს ამიტომ მათი გამოყენების და თავის მორთვის მეთოდიც უამრავია. თუ ორიგინალურ ხერხს გამოიყენებ, დამიჯერე, შენ გარერგნობას მეტ ეფექტურობა და მოდურობას შემატებ. თანაც კაშნეს  ტარება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

მოდი, კაშნეს ტარების რამოდენიმე მეთოდი განვიხილოთ:

თხელი კაშნე

თხელი ფაქტურის კაშნე ან მოსახვევი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ის კისერზეც გავიკეთოთ, კაბაზე ქამრის მაგივრობა გაგვიწიოს, ჩანთას შევაბნიოთ, შარვლის ქამრად ვაქციოთ…

სადა პერანგს ან ყელამოღებულ მაისურს ძალიან უხდება კვადრატული ფორმის თხელი აბრეშუმის კაშნე.

ტიპური ვარიანტი – კაშნის დიაგონალზე გადაკეცვა და სამკუთხედის წინ მოქცევაა, კვანძი ან წინიდან, ამ უკან კეთდება

ფრანგული ვარიანტი – კაშნეს ვკეცავთ სიგრძეზე.

აი, ეს მეთოდი ძალიან მოომწონს, რაღაც სამკაულის მაგივრობას სწევს თითქოს. მეტი ეფექტისთვის ჭრელი შარფი აირჩიე.შარფის ბოლოები ტანსაცმლის ქვეშ იმალება.

თბილი კაშნე

თუ თხელი კაშნე მხოლოდ აქსესუარად გვევლინება, თბილი კაშნე თავის მთავარ დანიშნულებასაც უნდა ასრულებდეს – სიცივეში გვათბობდეს! თუმცა ისიც ისე უნდა ვიხმაროთ, რომ ჰარმონიულად შეეწყოს დანარჩენ სამოსს, შიკს მატებდეს ანსამბლს. თუ გინდა იყო მოდური, გაითვალისწინე ეს რჩევები:

  • თხელი კაშნე უხდება მხოლოდ ტანზე მომდგარ სამოსს, დიდ გაბარიტიან ან დიდი მოცულობის სამოსთან თხელი კაშნეს გამოყენებას ერიდე.
  • მასიური კაშნეები უხდება მხოლოდ მაღალ გოგონებს, ამ შემთხვევაში კაშნეს სიგრძეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ საშუალო სიმაღლისა ხარ – მაშინ მომცრო ზომის კაშნეები გამოიყენე.
  • აქცენტი თუ მასიურ ნაქსოვ კაშნეზე კეთდება, ნუღარ დაუმატებ მას შლაპას ან ნებისმიერ სხვა აქსესუარს. დაიმახსოვრე, რომ აქცენტი მხოლოდ ერთ რამეზე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქსესუარების კონფლიქტს მივიღებთ.
  • ერთ ტონში გადაწყვეტილი კაშნე საოფისე დრეს-კოდსაც შეეფერება. თუ გინდა, რომ ლამაზი ანსამბლი შექმნა, კოსტიუმის ფერის კაშნე გაიკეთე, ოღონდ სხვა ფაქტურის.

მოდური კვანძები

კაშნეს ერთ მხარეს თუ მხარზე გადაიგდებთ, ან მხოლოდ ერთ მარტივ კვანძს გააკეთებ – ლამაზი იქნება, თუმცა – არა ორიგინალური.

ფრანგული კვანძი

ის მარტივი გასაკეთებელია, თანაც ამ შემთხვევაში კაშნე გულისპირსაც კარგად ათბობს

ორმაგი კვანძი

კაშნე ასიმეტრიულად შეიკარი ისე, რომ ერთი ბოლო მეორეზე გრძელი იყოს. იგივე ხერხით კაშნეს გაკეთება მომგებიანია  ორი სხვადასხვა ფერის კაშნეთიც – არ მოერიდოს ექსპერინემტების. კაშნეს ფაქტურისა და ფერის ვარიაცია ერთსა და იმავე სტილის მოდელს რადიკალურად უცვლის ეფექტს.

2012 წელს ბეწვის კაშნეებიც მოდაშია, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის ცხოველის ან გინდაც ხელოვნური ბეწვის და ნებისმიერი სიგრძის ბეწვის. ბეწვი ნებისმიერ სამოსს გლამურს შესძენს!

მოდაშია ასევე სნუდები–მილისმაგვარი კაშნე.ის ნებისმიერი ფაქტურისა შეიძლება იყოს,დაწყებული ნაქსოვით და დამთავრებული აბრეშუმითა და ხავერდით.

კაშნეს გაკეთებისთვის მეტი გამოცდილების შესაძენად გთავაზობ რამოდენიმე ვიდეოს,რაც დაგეხმარება იყო მუდამ მოდური!