თეთრეულის ფირმა Ultimo-ს მოდელები (კელი ბრუკი, რეიჩელ ჰანტერი და სხვები) ჩვეულებრივმა ქალბატონებმა ”შეავიწროვეს”.

თეთრეულის მწარმოებელი გიგანტის პროდუქციას ახლა 14 ჩვეულებრივი ქალბატონიც გაუკეთებს რეკლამას.  კანდიდატები სოციალურ ქსელ ფეისბუქში იქნენ არჩეულები.

რეალური ქალები - მოდელებად

მოდელი კელი ბრუკი ამ აქციას ძალიან მარტივად ხსნის:

მსოფლიოში ყველა ქალბატონი არ არის 90-60-90 პარამეტრების მქონე, მაგრამ ლამაზი თეთრეული მათაც უყვართ და სჭირდებათ , შესაბამისად პროდუქტის რეკლამა ისეთივე ქალებმაც უნდა გააკეთონ, რომლებიც არ არიან სტანდარტული მოდელის პარამეტრების მქონე.

Ultimo-ს მენეჯერებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა ასაკისა და პარამეტრების ქალბატონები შეერჩიათ 20-დან  53-წლამდე.

ფეისბუქზე კასტინგის ანონსის გამოჩენისთანავე უამრავი განაცხადი მიიღო კომპანიამ, რომლებიდანაც შემდეგ შეირჩა მხოლოდ 14 ქალი.

ამ ქალების სარეკლამო ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით (სხვადასხვა გამოცემებში) და ვებ გვერდზე Ultimo.co.uk

არჩეული კანდიდატები

Ultimo-ს დამფუძნებელმა , მიშელ მონმა ასეთი კომენტარი გაუკეთა აქციას:

Ultimo Couture dresses თეთრეულს ქმნის რეალური ქალბატონებისათვის , შესაბამისად ლოგიკური იყო რომ რეკლამა ზუსტად ასეთ ქალბატონებს გაეკეთებინათ და არა მოდელებს  90-60-90 პარამეტრებით. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომა გჭირდებათ თქვენ -ყველაზე პატარა თუ პირიქით ყველაზე დიდი, მთავარია რომ ყველას უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს და იყოს მიმზიდველი – ჩვენც ზუსტად ამისათვის ვმუშაობთ.