რამდენიმე დღის წინ Pink.ge-ს ავტორები პეკინზე მდებარე მაღაზია Promod-ს ვეწვიეთ და სახალისო ფოტოსესია მოვაწყვეთ.

სტუმრობის მთავარი მიზანი დიდი და პატარა ზომის ტანსაცმლის მოძებნა იყო. ჩვენი ავტორი – Mariam Blanc-ი თავისთვის ყველაზე დიდ ზომის ტანსაცმელს, ხოლო მეორე ავტორი – Pawu ყველაზე პატარა ზომებს არჩევდა.

ფოტოებიდან თავად შეგიძლიათ შეადაროთ ორივე მოდელის ტანზე მორგებული სამოსი. ასევე გთავაზობთ მათ შთაბეჭდილებებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე სამართლიანი შენიშვნა ჰქონდათ, ფოტოები იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ისევ ვეწვევით ამ მაღაზიას საგაზაფხულო კოლექციის “დასაგემოვნებლად”.

P1020417

P1020413

P1020419

P1020412

P1020408

P1020404

Mariam Blanc:

“პრომოდში ძირითადად სულ უამრავი ხალხია. ტანსაცმლის არჩევანია დიდია, ძირითადად S-დან XL-მდეა ზომები. თუმცა ზოგიერთი S იმაზე დიდია ვიდრე უნდა იყოს, ხოლო XL იმაზე პატარა ვიდრე ამას ზომა გულისხმობს.”

P1020396

P1020398

P1020388

P1020377

P1020385

P1020379

PaWu:

“ფასდაკლება როგორც მოველოდი, საზაფხულო კოლექციაზე უფრო იყო. არჩევანი იყო, თუმცა ზომებმა არ გაამართლა. მართალია მე S ზომასაც ვირგებ ხოლმე და თუ ზედაა, კაბად ვიცმევ, მაგრამ ამ შემთხვაში, ზედების სიგრძე არ იყო შესაფერისი. სტილს რაც შეეხება, მომეწონა, რომ ერთი მიმართულებით არ განისაზღვრებიან.

ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. მიუხედავად ამისა, მომსახურე პერსონალისგან ყურადღების ნაკლებობა არ მიგრძვნია. რამდენჯერაც დამინახეს, იმდენჯერვე შემომთავაზეს დახმარება.

სიმართლე რომ ვთქვა, გული დიდად არ დამწყდა, რომ ვერაფერი შევიძინე, რადგან ის, რაც მომეწონა ფასდაკლებაში არ იყო. საერთო ჯამში მე თუ არა, თქვენ მაინც გამოჰკრავთ ხელს რაიმე საინტერესოს.”

P1020378

P1020375

P1020374

P1020376

P1020364