ბრენდი “Promod”-ი 1975 წელს დაიბადა ფრანგული ბუტიკის სახით, რომელიც ქალბატონებს მზა ტანისამოსს და ორიგინალურ აქსესუარებს სთავაზობდა. 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების შემდეგ “პრომოდი” საფრანგეთში ერთ-ერთი წარმატებული მოდის სახლია, მაღაზიათა 1003 ქსელით მსოფლიოს 56 ქვეყანაში.

თბილისში, პეკინის #5 მდებარე პრომოდის მაღაზია, სეზონურად განახლებადი კოლექციებით ერთ-ერთი პოპულარული ბუტიკია გემოვნებიანი სამოსის მოყვარულ ქალბატონებს შორის. ამ მაღაზიაში შეხვდებით მკაცრად დახვეწილ და ყოველდღიურ სამოსს, ჩანთებს და ფეხსაცმელებს, ჯინსებს, სამკაულებს, პიჯაკებს. აქ თითქმის ყველანაირი გემოვნების და სტილის ადამიანი ნახავს თავის მოსაწონ ტანსაცმელს.

პირველი ჩაცმულობისთვის ავარჩიე შავი, მაღალწელიანი შარვალი და თეთრი პიჯაკი. კონტრასტული და კარგად ნაცნობი ფერების კომბინაცია ძალიან მომეწონა. რაც მთავარია ჩანთაც მშვენივრად შევუხამე:

pizap.com13590921236711

პატარა შავი კაბა, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა მოინახებოდეს, თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებით. მაქმანი როგორც იცით 2013 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ტენდენციაა. ასევე ფეხსაცმელი, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ზედმეტად უხეში მოგეჩვენოთ, თუმცა ძალიან კომფორტული და მოხერხებულია. აქვე დავძენ, რომ ყველანაირ ჩაცმულობას შესანიშნავად შეეხამა.

pizap.com13590922797341

ფერადი კაბა ვერტიკალური ზოლებით, ყავისფერ ბლუზს და ლურჯ ფეხსაცმელებს ძალიან მოუხდა. სამწუხაროდ ფოტოები არ გამოვიდა ლამაზი, თუმცა ეს ჩემი ფავორიტი ჩაცმულობა გახლავთ.

pizap.com13590926196091

თხელი ჯინსის პერანგს შევუხამე ატმისფერი სვიტრი, ღია ფერის ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი. მგონი არაჩვეულებრივად გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ჩაცმულობის თითქმის ყველა შემადგენელი ნაწილი სეზონის აქტუალური ტრენდია.

pizap.com13590927051091

ჯინსის და მაისურის ყველასთვის ესოდენ საყვარელი კომბინაცია.

pizap.com13590927707961

ნაქსოვი და ორნამენტებიანი კაბა. განსაკუთრებით უგებს, ზამთარს და თოვლიან ამინდს მოუხდებოდა.

pizap.com13590928913751

ესეც გამოსასვლელი კაბები ახალი კოლექციიდან. აქვე ავღნიშნავ რომ პრომოდის დიზაინის კაბები, არის ძალიან მსუბუქი, ზედმეტი დეტალებისგან განტვირთული, სადა და ელეგანტური. მათი ჩაცმა შესაძლებელია, როგორც ყოველდღიურად ასევე საღამოზე ან წვეულებაზე.

pizap.com13590929732031

ფრაგმენტები გაზაფხულის კოლექციიდან, რომელიც არის ძალიან ლამაზი, ფერადი და ჰაეროვანი ქსოვილებით შექმნილი.

pizap.com13590930709841

pizap.com13590931464061

საკმაოდ შთამბეჭდავი ფასდაკლებები ზამთრის კოლექციაზე.

pizap.com13590933196871

ფასებს რაც შეეხება 49 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. სამოსის ხარისხი და დიზაინი ნამდვილად არ დაგწყვეტთ გულს ფასებთან მიმართებაში. იმედია ოდნავი წარმოდგენა შეგექმნათ რა უნდა ეძებოთ შოპინგის დროს “პრომოდში”.