ინგლისელი მსახიობი ქეით უინსლეტი, რომელიც 5 ოქტომბერს 38 წლის გახდა, კვლავ განაგრძნობს აქტიურ კარიერას და რამდენიმე დღის წინ ლონდონის ფილმის ფესტივალზე თავისი ახალი ფილმის „შრომის დღე“ (Labor Day) პრემიერასაც დაესწრო. მესამე შვილზე ორსული ქეითი მომხიბვლელად პოზიორობდა წითელ ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე ჯენი პექჰემის (Jenny Packham) უზადო წითელ საღამოს კაბაში გამოწყობილი და ინგლისური ძვირფასეულობის 125-წლიანი ბრენდის დი ბიარსის (De Beers) ულამაზესი საყურით და სამაჯურით დამშვენებული.

ქეითს 13 წლის მია ჰყავს პირველი ქორწინებიდან და 9 წლის ჯო მსახიობ სემ მენდესისგან. 2012 წლის დეკემბერში ის ნედ როკნროლზე დაქორწინდა და თავს ძალიან ბედნიერად თვლის. როგორც მან ჟურნალს “Peoples” განუცხადა, მისთვის ბავშვები ყველაფერია და ორსულობა მასში დიდ ტრანსფორმაციას ახდენს. ფილმში ის თამაშობს მარტოხელა დედას და აღფრთოვანებით საუბრობს გადამღებ ჯგუფზე, რომელთან ერთადაც ის ფილმის პრემიერას ლონდონამდე ნიუ იორკში და ტორონტოში დაესწრო. აქაც ქეითი თამამად პოზიორობდა ჟურნალისტების და ფოტორეპორტიორების წინაშე. როგორც გრძელ ულამაზეს ლურჯ კაბაში გამოწყობილი, ასევე ჯინსებითა და შავი მაისურით ქეითი შეუდარებელია.

ქეითი ჟურნალ “Vogue”- ს ნოემბრის ნომრის გარეკანზე იქნება. ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ გადაიღო სპეციალურად ამ ნომრისთვის. ფოტოსესიაზე ქეით ეცვა DKNY გრძელი შავი კაბა, Valentino-ს უზადო აბრესუმი მოსასხამი, Della George-ს შავი კაბა, Lanvin-ის ვარდის პრინტიანი აბრეშუმის მოსასხამი, Woodard & Greenstein-ის სამკაულები.

მართალია, ორსულობა ქალს სხეულის ფორმებს აკარგვინებს, მაგრამ მომხიბვლელობას – არა. ქეითის მაგალითზე ამაში ნამდვილად დამეთანხმები.