Home სტილი

ქალი და ავტომობილი – ალბათ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება ამ ორი რამის შერწყმა, მაგრამ Prada-მ ეს შეძლო!

ეს არის Pada-ს 2012 წლის საზაფხულო კოლექციის ხაზი!

‘Sweetness’-ასე ეწოდა კოლექციას. ეს არის მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ‘თემის’ ნაზავი.  ქალის სექსუალურობა და თან საქმიანი სტილი, როგორც ყოველთვის აქტუალურია  Prada-ს კოლექციაში!

ვერავინ შეძლებდა ამას ისე, როგორც ეს Miuccia Prada-მ შეძლო! ვერავინ შეძლო ამ ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულის გაერთიანება, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო, უკვე ნაპოვნია (მამაკაცი)!

Prada Spring/Summer 2012 Full Show

ჩვენებას თუ იხილავთ, შეამჩნევთ, რომ თემატიკა გარემოზეც აისახება. სავარძლები, საავტომობილო გზა, ქალის ფეხის ხმა და ქუჩის ხმაური, ყველაფერი ასოცირდება ავტომობილთან.

 

მოცემული ფოტოები გადაღებულია Prada-ს ცნობილი ფოტოგრაფის, Steven Meisel–ის მიერ.  სარეკლამო სააგენტოს მხარდაჭერით, ფოტოებზე აღბეჭდილი კოლექცია საზოგადოებისთვის უფრო ფართო მასშტაბით, თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი!

სექსუალური, ცეცხლოვანი ქალის იმიჯი, რომელიც კიდევ უფრო ხიბლავს მამაკაცს, რადგან მასში პოულობს იმას, რაც  ავტომობილთან აკავშირებს! ავტომობილის თემას ვხვდებით ჩანთებზე, ფეხსაცმელებზე, სამოსზე, აქსესუარებზე.

ამ ყოველივეს სხვა ბრენდთან რომ შევხვედროდით, ის აუცილებლად დაისახურებდა მოდის სამყაროში დიდ კრიტიკას, მაგრამ ეს არის PRada!

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?