Givenchy – ეს ცნობილი ბრენდი მოდის სამყაროში წარმოიშვა 1952 წელს, ჰუბერტ ჯეიმ მარსელ ტაფინი დე ჟივნეშის მიერ. ამჟამად  კომპანია აწარმოებს პარფიუმერულ ასევე ტანსაცმლის და სამკაულების ხაზს.

ჟივენშის დიზაინერული ლოგო არის მიმზიდველი და ამავე დროს საკმაოდ მარტივი. იგი შედგება ოთხი “გ”-ს ფორმირებისგან. ჟივენშის ლოგო მოგვაგონებს კელტურ სამკაულებს იგივე სახის რთული დიზაინით.

ლევის შტრაუსი & Co (LS & CO) – დაარსდა 1853 როდესაც ლევის შტრაუსი სან-ფრანცისკოდან ჩავიდა ფლორენციაში და დასავლეთ სანაპიროზე პორთან ახლოს გახსნა ფილიალი. ჯინსების გამოგონებას მიაკუთვნებენ სწორედ მის დამაარსებელს ლევის შტრაუსს.

პირველი ლოგო გამოჩნდა 1886 წელს. ეს იყო ორი ცხენი, რომლებიც ცდილობენ ჯინსების გაგლეჯვას. სურათზე გამოსახული იყო რეალური ექსპერიმენტი, ლეგენდის თანახმად ელმავლის მძღოლმა ორი გაწყვეტილი ვაგონი ლევისის ჯინსებით გადააბა და მშვიდობიანად მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე.


Louis Vuitton – მოდის სახლი გაიხსნა 1854 წელს და დღემდე ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის პროდუქციით.

კომპანიის ლოგო არის ინსპირირებული სტილიზებული იაპონიის ყვავილის “motif” რომელიც წარმოადგენს ბრენდის ინიციალებს.

 


FENDI – 1925წელს, ახალდაქორწინებულებმა ედუარდო და ადელ ფენდიმ გახსნეს ჩანთების და ტყავსაგალანტერიო პატარა მაღაზია. თავდაპირველად ფირმა უშვებდა ტყავის ჩანთებს და საზაფხულო ჩანთებს, მაგრამ შემდეგ ლიდერები გახდნენ ბეწვეულის წარმოებაში. იტალიური ბრენდის ლოგო შექმნა ცნობილმა დიზაინერმა-კარლ ლაგერფილდმა 1965 წელს. ბრენდის ლოგო ორი ამობრუნებული ლათინური “F”-სგან შედგება, რომელიც სიმბოლოა ედუარდო და ადელ ფენდების ძლიერი ბიზნესის და ქორწინების. ლოგოს ეწოდება თავსატეხი რომელიც წარმოადგენს კლათჩებს, ჩანთებს, სათვალეებს, სუნამოებს და ტანსაცმელს და ა.შ