დღეს მოდის სამყარო სავსეა ანორექსიული აღნაგობის მოდელებით და მათი შემყურე მოდელობაზე მეოცნებე გოგონები სხვადასხვა სახის დიეტებით და ვარჯიშებით ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. თუმცა აღარ არის საჭირო 90-60-90 პარამეტრების მქონე იყო, რომ მოდელი გახდე და ამის შესანიშნავი მაგალითია Plus Size მოდელი ტარა ლინი (ის 52 ზომა ტანსაცმელს ატარებს) . ტარა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი სურათები ფრანგული ELLE-ს გარეკანზე გამოჩნდა.

ტარა ლინი ELLE-ს გარეკანზე

მართალია, ამერიკული ELLE-ს გამომცემლობამ  უკმაყოფილება გამოთქვა ამ სურათების გამოქვეყნების შესახებ, მაგრამ მკითხველებში სავსე ფორმების მქონე მოდელმა აღფრთოვანება გამოიწვია.

ტარა ლინის სურათები  ELLE-ს გარდა V Magazine-ში , Glamour Magazine-ში, იტალიურ Vogue-ში და ბევრ სხვა ჟურნალშია გამოქვეყნებული.

ჩემი აზრით ის მართლაც ულამაზესია.

სტატიის დასასრულს ტარა ლინის რამოდენიმე სურათს შემოგთავაზებ.