სადღესასწაულოდ ნებისმიერი თავმოყვარე ქალი საგულდაგულოდ ემზადება და ლამაზად ჩაცმა მხოლოდ გამხდრების პრიორიტეტი არ არის. ხშირ შემთხვევაში ტანსრული, მომრგვალებული ფორმების მქონე ქალბატონები მეტად მიმზიდველად გამოიყურებიან. მთავარია სამოსის სილუეტის ჭკვიანურად შერჩევა და კარგად მორგება, მაგალითისთვის ცნობილი ბრენდების 15 სადღესასწაულო კაბა შევარჩიეთ.

გავბედავთ და ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს დავანგრევთ. სამოსის ფორმის და მოდელის სწორად შერჩევისას არც ღია ფერები და არც მბზინავი მატერიები სხეულს მოცულობას არ მატებს. თამამად შეგიძლია შეარჩიო კაბები, რომლის ზედა ნაწილი ხასხასა, პრიალა მატერიით ან ბზინებით მორთული ე.წ. ცეხინითაა (sequin) შეკერილი, ხოლო ქვედატანი მომდგარი ან ოდნავ გაშლილია.

$99.82, ASOS
$99.82, ASOS
$80, Simply Be
$80, Simply Be
$45, Fashion to Figure
$45, Fashion to Figure
$42, Fashion To Figure
$42, Fashion To Figure
$29.80, Forever 21
$29.80, Forever 21
$22.80, Forever 21
$22.80, Forever 21

 

აქტუალობას არ კარგავს გიპიური და ნებისმიერი ფორმის სხეულზე კარგად გამოიყურება. ასევეა შიფონით ან მყარი მატერიით შეკერილი კაბები. ბრჭყვიალა ქვებით გაფორმებული გული ან მუქი ქამრის აქცენტი წელზე სილუეტს დააბალანსებს და პროპორციულს გახდის.

$37.80, Forever 21
$37.80, Forever 21
$81.67, ASOS
$81.67, ASOS
$37.80, Forever 21
$37.80, Forever 21
$29.99, Forever 21
$29.99, Forever 21
$68.50, Torrid
$68.50, Torrid
$72, Simply Be
$72, Simply Be

 

ბოლოს ყველაზე თამამებისთვის წითელი ხავერდით ან შავი ტყავით გაფორმებული ნახევრადხავერდის სახიანი კაბა მოვიტოვეთ. გემოვნებით შერჩეული ყელსაბამი, სამაჯური ან სხვა სამკაული მთლიან სახეს ეფექტურად დასრულებს.

$36, Fashion To Figure
$36, Fashion To Figure
$38, Fashion to Figure
$38, Fashion to Figure
$69.99, Macys
$69.99, Macys

დარწმუნებული ვართ, ახალ წელს ძალიან ლამაზი იქნები. გახსოვდეს, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

წარმატებებს გისურვებთ!